მარიო ბალოტელი: ინგლისში საუკეთესო ფანები "მანჩესტერ სიტის" ჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიდან" "მილანში" გადაბარგებულმა მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ ინგლისში გატარებული დრო მოენატრება.

მარიომ მილანურ გუნდთან ერთად პირველი მატჩი უკვე ჩაატარა და "როსონერის" მაისურით პირველი გოლიც გაიტანა.

შეხვედრა ამხანაგური იყო - "მილანი" სერია D-ს "დარფო ბოარიოს" "წაეთამაშა" და 10:0 მოუგო.

გატანილი გოლის გარდა, მარიომ სტეფან ელ-შაარავის ორი საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

"არასდროს დამავიწყდება ის დრო, რომელიც ინგლისში გავატარე. უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ ჩემი ყოფილი თანაგუნდელების, რობერტო მანჩინისა და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებისადმი. ისინი, უბრალოდ, საუკეთ
ესონი არიან ინგლისში.

ყოველთვის მემახსოვრება სიმღერა, რომელსაც გულშემატკივრები მიმღეროდნენ. ეს ძალიან სათუთი რამაა. იმედი მაქვს, ამ სიმღერას ახლა უკვე იშვიათად, მაგრამ მაინც შეასრულებენ, ისე, როგორც ეს "ქუინზ პარკთან" შეხვედრაში იყო. ეს, უბრალოდ, დაუჯერებელი იყო",
- უთხრა მარიომ "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ საიტს.

Sportall.Geშეგახსენებთ, იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა "მანჩესტერ სიტიში" 80 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

"განსაკუთრებით ვემადლიერები რობერტო მანჩინის. "ქუინზ პარკთან" თამაშის წინ სათითაოდ გამოვემშვიდობე თანაგუნდელებს, პირველ რიგში კი მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე.

ეს ნაღვლიანი და ემოციური იყო: რობერტომ ხომ ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის. მან ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ძალიან მიყვარს ის.

"სიტი" უდიდესი კლუბია დიადი მომავლით. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მასთან ერთად პრემიერლიგის მოგება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათი უკანასკნელი ტიტული არ არის.

მანჩესტერში გატარებულ ორნახევარ სეზონში მე გავიზარდე, როგორც მოთამაშე და როგორც მამაკაცი. ამ გუნდმა ძალიან ბევრი მომცა და მთელი ცხოვრება მისი ქომაგი ვიქნები".


თავის მხრივ, მანჩესტერელი გულშემატკივარი მარიოს მადლიერი სიტყვებით დაემშვიდობა და თან იმპროვიზებული ვიდეოკლიპიც მიუძღვნა.

VideoSportall.Ge
სიტის ფანებმა ბალოტელის იმპროვიზირებული ვიდეოკლიპი მიუძღვნეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული