"ლივერპულის" მეკარეს სამედიცინო შემოწმებისას კლინიკური სიკვდილი ჰქონდა

AutoSharing Option
მეკარე დონიმ, რომელმაც იანვრის ბოლო დღეს "ლივერპულთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბოტაფოგოს" მიაშურა, გაიხსენა, რომ შარშან ზაფხულს გეგმიური სამედიცინო შემოწმების დროს გული გაუჩერდა.

"წითლების" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ბრაზილიელის თავიდან მოშორება გადაწყვიტა, რომელსაც 2011 წლიდან ხუთ მატჩშიც არ ექნება პირველ გუნდში ნათამაშები.

და რა გასაკვირია, დონის "ლივერპულთან" არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს.

"სამედიცინო შემოწმების დროს (2012 წლის ზაფხულში, სეზონისწინა მზადებისას) გული გამიჩერდა. 25 წამის განმავლობაში უგონოდ ვიყავი და პრაქტიკულად, ცალი ფეხი უკვე იმქვეყნად მქონდა.

ამის შემდეგ წავედი ლონდონში, სადაც
გამოკვლევა ჩავიტარე. იქ მითხრეს, რომ არაფერი მჭირდა. შემდეგ რომში, ევროპაში ერთერთ საუკეთესო ექიმთან გავესინჯე, რომელმაც მირჩია, რამდენიმე თვით დამესვენა",
- იხსენებს დონი.

ასევე იხილეთ:
საზარელი ტრაგედია - პიერმარიო მოროზინიმ სული მოედანზე დალია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული