რობერტო მანჩინი: "ლივერპულთან" დაფიქსირებული ანგარიში სამართლიანია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი "ლივერპულთან" (2:2) ინგლისის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში არბიტრით და მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა.

"ლივერპულის" პირველ გოლამდე არბიტრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ედინ ჯეკოზე ჯარიმა ვერ დაინახა.

მსგავსი რამ ჩვენ რომ გაგვეკეთებინა, მსაჯი წითელ ბარათს ამოიღებდა. წესები ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ხოლო ”ლივერპულის” ფეხბურთელებს ბურთი უნდა გადაეგდოთ. თუმცა, საერთო ჯამში, უნდა აღვნიშნო, რომ მატჩის ანგარიში სამართლიანია.

საჩემპიონო რბოლა? ის ჯერ არ დასრულებულა. სეზონის დასრულებამდე 13 შეხვედრაა დარჩენილი. ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" სხვაობის აღმოფხვრას შევძლებთ",
- თქვა მანჩინიმ.

მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXV ტური: წყალი ეშმაკების წისქვილზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული