ვარსკვლავი. დემბა ბა - "ჩელსის" ახალი იმედი

AutoSharing Option
"ჩელსის" სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ უაქტიურია.

ლონდონურმა გრანდმა ძირითადი გუნდისთვის ერთადერთი მოთამაშე შეიძინა - დემბა ბა "ნიუკასლიდან". ფანებს იმედი აქვთ, რომ სენეგალელი "ჩელსის" შეტევებს ერთიორად გაამწვავებს. 27 წლის ფეხბურთელს საკლუბო ჟურნალმა სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი "ჩელსიში" წლის დასაწყისში მოვიდა "ნიუკასლიდან" და სადებიუტო შეხვედრაშივე დაიპყრო ფანების გულები, როცა ასოციაციის თასზე "საუთჰემპტონს" 2 გოლი გაუტანა (თამაში 5:1 დამთავრდა. რედ). სამწუხაროდ, ტაინსაიდში დაბრუნებულს ცხვირი გაუტეხეს, რის გამოც ბას ექიმებთან კონსულტაციები დასჭირდება.

თავდამსხმელისთვის "ჩელსი" უკვე მესამე ინგლისური კლუბია. იქამდე
მას უთამაშია საფრანგეთში (რუანი), ბელგიასა (მუსკრონი) და გერმანიაში (ჰოფენჰაიმი). 27 წლის ფეხბურთელის გზა საწყისებიდან დღევანდელობამდე საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. ის გამოუტყდა ჟურნალს, რომ თავის დროზე სახლი რომ არ დაეტოვებინა და გარკვეულ მსხვერპლზე არ წასულიყო, ამ შემთხვევაში დღემდე პარიზში იცხოვრებდა და ალბათ, ჩვეულებრივ სამსახურში ივლიდა.

"ჩემს შანსს ჩავებღაუჭე. განვითარების საშუალება უცხოეთში წასვლამ მომცა. იტალიაში მეოთხე ლიგის სამოყვარულო კლუბში ვთამაშობდი, მერე ბელგიის ქვედა ლიგის წარმომადგენელში, ინგლისში კი ძალიან ბევრი რამ ვისწავლე გარშემო მყოფთაგან. პრინციპში, სულ სხვა სტილის ცხოვრებას შევეჩვიე. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. თავდაპირველად იყო "ჰოფენჰაიმი", სადაც მშვენიერი 3,5 სეზონი გავატარე, შემდეგ კი პრემიერლიგაში მოვხვდი.

ჩემი ინგლისური გამოცდები 2011 წლის იანვარში "ვესტ ჰემში" დაიწყო. მახსოვს, როგორ სჯეროდა ჩემი ავრაამ გრანტს. "ჩაქუჩებიდან" "ნიუკასლმა" წამიყვანა, სადაც დაუვიწყარი 18 თვე გავატარე.

ყოველთვის მიყვარდა ის კლუბები, სადაც ვთამაშობდი და ვაფასებდი იმ მაისურას, რომელიც მეცვა. თამაშში მუდმივად პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ბოლომდე ვარ ჩართული და პატივს ვცემ მთლიანად გუნდს. აი, ასეთია ჩემი საფეხბურთო კრედო. თავდაპირველად ნამდვილად მაკლდა დიდი ფეხბურთის გამოცდილება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი დრო დავყავი პატარა კლუბებში. მეორე მხრივ, იქ გატარებულმა წლებმა მაქცია იმ ფეხბურთელად, რაც ამჟამად ვარ.

იცით რა, მე ხომ მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმას, რაც თავდამსხმელს ევალება - გოლები გამაქვს და გუნდს ამით ვეხმარები. თუკი უფრო ჩავუღრმავდებით, საქმე მხოლოდ გოლებშიც არ არის, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ასე თუ დავეხმარები. სადაც უნდა ვყოფილიყავი, სულ ვცდილობდი, შედეგიანად მეთამაშა, თუმცა კარის სიახლოვეს ეგოისტი არასოდეს ვყოფილვარ და როცა საჭირო იყო, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, შავი სამუშაოს შესასრულებლად
აც არასოდეს დამიხევია უკან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დემბა ბა: ლონდონის "ჩელსიში" მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
უდავოდ კარგი ფეხბურთელია. დიდი შრომისმოყვარეობაც ეტყობა, ყოველ ახალ კლუბში უფრო და უფრო უმატებდა ყოველთვის.
Nodar
11:22 07-02-2013
0

სიახლეები პოპულარული