შეგახსენებთ, რომ ვეტერანს მოქმედი ხელშეკრულება სეზონის მიწურულს უმთავრდება. ფრენკს იმდენად სურდა "სტემფორდ ბრიჯზე" გაჩერება, რომ დეკემბრის დასაწყისში კლუბს ანაზღაურების 2/3-ით შემცირება თავად შესთავაზა, თუმცა მაშინ ამაზეც უარი მიიღო. ყოველივეს მიზეზი კი რომან აბრამოვიჩის პოზიცია იყო. "ჩელსის" ბანაკში ერთადერთი სწორედ რუსი ოლიგარქი გახლდათ, ვისაც ლემპსი გასაშვებად ემეტებოდა.
გულშემატკივრები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ფეხბურთელისთვის თავიანთი
"დეილი მეილი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკებები ფეხბურთელსა და მის წარმომადგენელთან უკვე დაწყებულია და ის "სასურველი ტემპით" ვითარდება. ამავე თემაზე გააკეთა კომენტარი 7 თებერვალს talkSPORT-თან ინტერვიუში "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა გრემ ლე სომ.
მისი ვარაუდით, კლუბი ვარსკვლავს თანამშრომლობას რამდენიმე კვირის წინ შესთავაზებდა: "პრესაში ყველა ერთსა და იმავეს წერდა, რომ "ჩელსიში" ნამდვილი შეშლილები მუშაობენ, რაკი ისინი ფრენკს წასვლის ნებას აძლევენო. დარწმუნებული ვარ, რომ ეშლი კოულთან ერთად კლუბი დარჩენას მასაც შესთავაზებს. ლამპარდს რთული გადაწყვეტილება აქვს მისაღები და ჩვენ, გულშემატკივრებს თუ ჟურნალისტებს, ეს რატომღაც გვავიწყდება. მას აქტიური კარიერის მაქსიმუმ 2-3 წელი დარჩა. რა გზას უნდა დაადგეს? დათანხმდეს ტოპკლუბში დარჩენას, თუ 2-3 მილიონით მეტის შოვნაზე იფიქროს? მას უამრავი შეთავაზება ექნება და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ გამოსავალს იპოვის".
მიმდინარე სეზონში ლამპარდის ანგარიშზე 33 შეხვედრაში 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა პრემიერლიგაში, ვინც მიჯრით 10 სეზონში მოახერხა 10 და მეტი გოლის გატანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომან აბრამოვიჩი: აქ მე ვარ ბოსი!