ცხვირგატეხილი დემბა ბა ნიღბით ითამაშებს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ლონდონის "ჩელსი" "უიგანს" ეთამაშება.

ამ თამაშში მონაწილეობას მიიღებს ფორვარდი დემბა ბა, რომელსაც წინა ტურში ცხვირი გაუტეხეს. სანაკრებო პაუზისას ბამ დრო იხელთა და მილანში წავიდა, სადაც კლინიკაში სპეციალური ნიღაბი დაუმზადეს, რომლის წყალობითაც ლონდონელთა ფორვარდს თამაშში ხელი არ შეეშლება.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში დემბა ბამ ყოფილი კლუბის, "ნიუკასლის" წინააღმდეგ ითამაშა. იმ შეხვედრაში "ნიუკასლის" არგენტინელმა მცველმა ფაბრისიო კოლოჩინიმ ბუცი ცხვირში უთავაზა.

მატჩი "ტაინსაიდელებმა" 3:2 მოიგეს. იმ მომენტში ბა თამაშის გაგრძელებას ლამობდა, მაგრამ ბევრი სისხლი დაკარგა და შესაცვლელი შეიქნა.

Sportall.Ge

ეპიზოდი,
როცა კოლოჩინიმ ბას ცხვირი გაუტეხა


ასევე იხილეთ:
ვარსკვლავი. დემბა ბა - "ჩელსის" ახალი იმედი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული