1937 წლის მერე "მანჩესტერ იუნაიტედს" კლუბის აღზრდილის გარეშე არ უასპარეზია

AutoSharing Option
სტატისტიკოსებმა გამოაქვეყნეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია - 1937 წლიდან მოყოლებული, "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი გუნდის ყოველ თამაშში კლუბის სულ მცირე, ერთი აღზრდილი მაინც თამაშობდა.

ეს ისეთი სტატისტიკაა, რომლითაც ევროპის 2-3 ტოპ-კლუბი თუ დაიკვეხნის და კიდევ ერთხელ ადასტურებს "იუნაიტედის" სკოლის გამართულ მუშაობას.

1937 წლის მერე "მანჩესტერ იუნაიტედმა" 3 623 მატჩი ითამაშა და ყველაში ჰყავდა კლუბის აღზრდილი.

კლუბის ისტორიკოსებმა ტონი პარკმა და სტივ ჰობინმა გამოიკვლიეს, რომ ბოლო მატჩი, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილი არ მონაწილეობდა, 1937 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა. მაშინ "იუნაიტედმა" "შეფილდ უენსდეი" 1:0 დაამარცხა.

აქვე "დეილი მეილმა" "იუნაიტედის" ათი საუკეთესო აღზრდილი ჩამოთვალა: დანკან ედვარდსი, ბობი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი, დენის ვაიოლეტი, ნობი სტაილსი, ნორმან უაითსაიდი, ბრაიან კიდი, დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" - ტოპ-ფეხბურთელთა სამჭედლო
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიგსის და სკოულზის გარდა კიდე თამშობენ ეხლა ჯონი ევანსი და ველბეკი
ველბეკი 8 წლიდან მანჩესტერშია ევანსიც აკადემიაში თამშობდა.
რაფელიც მანჩესტერის აღზრდილში ითვლება
England
20:59 08-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული