ჯონ ტერი "უიგანთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველი ჯონ ტერი "უიგანთან" ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩს გამოტოვებს.

"სულ ორი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს: ორიოლ რომეუ და ჯონ ტერი.

ტერის მუხლის მცირე ანთება აქვს. სერიოზული არაფერია, მაგრამ "უიგანთან" ის ვერ ითამაშებს.

სამაგიეროდ გამოჯანრთელდნენ პეტრ ჩეხი, დავიდ ლუისი და დემბა ბა, რომლებიც შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. როტაციის ბვერი ვარიანტი არ გვაქვს, ამიტომ მოუთმენლად ველი როდის დაბრუნდებიან აფრიკის თასიდან ვიქტორ მოზესი და ჯონ ობი მიკელი. ისინი ძალიან გვჭირდება",
- თქვა "არისტოკრატთა" თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა.

"უიგანთან" შესაძლოა მოედანზე ედენ აზარი გამოჩნდეს,
რომელმაც დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ: შოტლანდიელების თეატრი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული