არსენ ვენგერი: დაცვამ ბრწყინაველდ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "სანდერლენდთან" (1:0) ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"ძალიან ინტენსიური მატჩი იყო. შეტევაში ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მეორე გოლი ვერაფრით გავიტანეთ. ბოლო 20 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი ვიყავით, ამიტომ ორგანიზებულად უნდა გვეთამაშა.

დაცვამ ბრწყინვალედ ითამაშა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაქარი სანიამ მატჩის დაწყებამდე გაიგო ცენტრბეკის პოზიციაზე რომ უნდა ეთამაშა, სანიამ და მერტეზეკარმა კარგად იმოქმედეს ერთად.

რაც შეეხება კაზორლას, ის ტოპ-ფეხბურთელია. გასაგები ხდება რა სიძლიერის არის ესპანეთის ნაკრები, როხა კაზორლასნაირი ფეხბურთელები ეროვნულ გუნდში ვერ ხვდებიან.

კოსიელნმა
კუნთის ტრავმა მიიღო და მალე გავიგებთ რამდენად სერიოზულია ის. ჯეკ უილშირიც დაშავებულია. თავიდან ისე ვერც კი დაიოდა. ვფიქრობ უილშირი 4-5 დღეს გამოტოვებს",
- თქვა ვენგერმა.

VideoSportall.Ge
სანდერლენდი - არსენალი 0:1


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული