პრემიერლიგა. XXVI ტური: 12 ტური და 12 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
მარცხი და უფსკრული
შაბათს, სატურნირო თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა "სენტ მერიზე" გაიმართა.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა, რომ "საუთჰემპტონს" ტრავმების გამო წამყვანი ფეხბურთელები: ლუკ შოუ და გასტონ რამირესი დააკლდებოდნენ.

მართალია, რობერტო მანჩინის იაია ტურე დაუბრუნდა, მაგრამ იტალიელსაც ბევრი ლიდერი აკლდა.

მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვეს. გამორჩეული იყო ჯეისონ პანჩეონი, ვინც დაუღალავად მოძრაობდა მარჯვენა ფლანგზე. პირველი გოლისას სწორედ მან ჩაჭრა ბარის გადაცემა, წამოიწყო კონტრშეტევა, გაიყვანა მეკარესთან პირისპირ ჯეი როდრიგესი, ვისი დარტყმულიც ჯო ჰარტმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე
პირველი ისევ თავად გაჩნდა.

პანჩეონი მონაწილეობდა მეორე საგოლე კომბინაციაშიც. რიკი ლამბერტმა ჰარტს ძლიერად დაურტყა. ინგლისის ნაკრების მეკარე უხეშად შეცდა. ბურთი მას ხელიდან გაუვარდა და ფეხებს შორის გაუძვრა.

საიმონ დევისმა ნახტომში შეძლო, ბურთს მიწვდომოდა და ანგარიშში სხვაობა გაეზარდა.

ჩემპიონებმა ამის შემდეგ ერთადერთი რეალური მომენტი შექმნეს და გაიტანეს კიდეც. კონტრშეტევაზე პაბლო საბალეტას გადაცემით უხერხული მდგომარეობიდან ედინ ჯეკომ გამოიჩინა თავი.

ტაიმის მიწურულს ბარიმ "წმინდანების" შეტევა საკუთარი კარის აღებით დაასრულა. არადა, ლამბერტის ფლანგური გადაცემა საკმაოდ პრიმიტიული იყო და სტუმართა შუახაზელს ხელს არც არავინ უშლიდა.

VideoSportall.Ge
საუტჰემპტონი - მანჩესტერ სიტი 3:1


მანჩინის თქმით, ამ მარცხის შემდეგ მის გუნდს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების მიზერული შანსიღა შერჩა.

ათკაციანი არსენალიც ძალაა
"არსენალმა" პირველ ტაიმში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. მარტო თეო უოლკოტს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა. ამდენჯერვე მართებდა ანგარიშის გახსნა აარონ რემსისაც, მაგრამ ყოველ ჯერზე დიდებულად თამაშობდა სიმონ მინიოლე. თავის მხრივ, მასპინძლებს ვოიცეხ შჩესნის საჯარიმოსთან მიახლოებაც კი უჭირდათ.

36-ე წუთზე ბელგიელის ციხესიმაგრე დაეცა. უოლკოტმა მოუხერხებელი პოზიციიდან კარში დარტყმის ნაცვლად, ბურთი სანტი კასორლას დაუგორა. საჯარიმოს გარედან ესპანელის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. მინიოლეს საკუთარი მცველები ეფარებოდნენ, რის გამოც მას ამ ეპიზოდში შანსი არ ჰქონდა.

მეორე ნახევარი სულ სხვა სცენარით წარიმართა, რადგან "მეთოფეებს" 50-ე წუთზე ტრავმის გამო ჯერ ჯეკ უილშირი დააკლდათ, 62-ეზე კი მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. ენტონი ტეილორმა კარლ ჯენკინსონს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, თანაც ერთი და იმავე სტილის უხეშობისთვის.

"შავმა კატებმა" მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და თამაში სტუმართა ნახევარზე გადაიტანეს.

არსენ ვენგერმა ათასგზის უნდა გადაუხადოს მადლობა შჩესნის, ვინც დარჩენილ დროში სასწაულებს აკეთებდა. პოლონელს გამძლეობა საფინალო სასტვენამდე ეყო.

VideoSportall.Ge
სანდერლენდი - არსენალი 0:1


ერთი წუთის კაცი
"ჩელსიმ" რაფა ბენიტესის დანიშვნის შემდეგ პირველად მოახერხა მიჯრით ორი საშინაო შეხვედრის მოგება. სწორედ "სტემფორდ ბრიჯზე" სუსტი ასპარეზობა იქცა კიდეც საჩემპიონო მარათონიდან ლონდონელთა გამოთიშვის წინაპირობად.

"ლურჯებმა" დებიუტშივე სცადეს ანგარიშის გახსნა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.

23-ე წუთზე რამირესი ალი ალ ჰაბსისთან დარჩა პირისპირ. ბრაზილიელმა ტექნიკური დარტყმით შეძლო შეტევის დაგვირგვინება. ომანელმა გოლკიპერმა მალე სტუმარი მეორე გოლისგან იხსნა. თავით ფერნანდო ტორესი ურტყამდა. "ელ ნინიოსთვის" ეს უკვე მეცხრე უგოლო თამაშია. ტაიმი ასევე დასრულდა.

მეორე ნახევარში "სტემფორდ ბრიჯმა" სამჯერ გაიხარა.

ლიგის თასის 1/2-ფინალში ბურთის მიმწოდებელი ბავშვის გალახვისთვის დასჯილმა ედენ აზარმა დაბრუნება გოლით აღნიშნა. ამ ეპიზოდისთვის მადლობა ეკუთვნის პასის ავტორ სესარ ასპილიკუეტასაც. 2 წუთში ანგარიშში სხვაობა შემცირდა. შონ მელონი პეტრ ჩეხთან მარტო დარჩა. მეკარემ სცადა გზის გადაჭრა, მაგრამ შოტლანდიელმა მას ბურთი გვერდიდან შემოატარა და ბადეში გაახვია.

გარი კეჰილის მცდელობას, ბურთი ხაზიდან გამოეტანა, შედეგი არ მოუტანია.

73-ე წუთზე მაიკ დინმა უხეში შეცდომა დაუშვა, როცა ეშლი კოულის მიერ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის პენალტი არ დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ უფრო სკანდალური იყო "უიგანის" შარშანდელი სტუმრობა ამ სტადიონზე. მასპინძელმა 2:1 იმარჯვა და მაშინ მაიკლ ჯონსმა ბრანისლავ ივანოვიჩსა და ხუან მატას გოლები თამაშგარედან ჩაუთვალა.

86-ე წუთზე ფრენკ ლამპარდმა აზარის დაგორებული ბურთი საჯარიმოს გარედან დასცხო ზუსტად. ის კიდევ უფრო მიუახლოვდა "ჩელსის" ყველა დროის ბომბარდირის ტიტულს.

შეხვედრას წერტილი მარკო მარინმა დაუსვა. გერმანელი მოედანზე რამდენიმე წამის გამოსული იყო. მან იქვე ყვითელი ბარათიც მიიღო.

VideoSportall.Ge
ჩელსი - უიგანი 4:1


კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა ლონდონში. "უაით ჰართ ლეინს" "ნიუკასლი" ეწვია და თანაბარ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

განსხვავება გუნდებს შორის გარეთ ბეილი იყო. უელსელმა ვარსკვლავმა ანგარიში ბრწყინვალე საჯარიმოთი გახსნა. მანვე ააცალა ბურთი ცხვირწინ ფაბრისიო კოლოჩინის, გავიდა ტიმ კრულთან პირისპირ და ჰოლანდიელს ახლო კუთხეში დაურტყა.

უსიამოვნება შეემთხვა სტუმართა მხრიდან გოლის ავტორ იოან გუფრანს. ფრანგმა ახალწვეულმა კაილ უოლკერთან ბრძოლისას ტრავმა მიიღო. კარგია, რომ ის ფეხის მოტეხას გადაურჩა.

როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, თავიანთი სერიები დაასრულეს "სტოკმა" და "რედინგმა". "ბრიტანიაზე" "არისტოკრატებს" ქულა რომ მოეპოვებინათ, ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა.

"სუონსიმ" "ქუინზ პარკს" საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. ბოლო შეხვედრებში დედაქალაქელთა მწყობრად მოთამაშე დაცვა "გედებმა" მარტივ მამრავლებად დაშალეს.

ბომბარდირთა სიის ლიდერებს დაუბრუნდა მიგელ მიჩუ. ესპანელმა დუბლი შეასრულა.

ლიგის დაწყებამდე
"მანჩესტერ იუნაიტედს" 13 თებერვალს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ელის ურთულესი დაპირისპირება. ამის მიუხედავად, ალექს ფერგიუსონმა "ევერტონთან" უძლიერესი შემადგენლობა დააყენა. ერთადერთი მიკაელ კერიკის სკამზე ხილვა იყო უჩვეულო.

"ეშმაკებმა" მერსისაიდელებს პირველივე ტაიმში მოუთავეს საქმე. თამაშის რეჟისურა მთლიანად რობინ ვან პერსის იყო.

ჰოლანდიელმა ჯერ ძელს მოარტყა, მერე რაიან გიგზს დაუგორა ცარიელ კართან და გაატანინა, მერე კი ორმატჩიანი პაუზის შემდეგ თავადაც შეაგდო.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - ევერტონი 2:0


მასპინძელს რამდენჯერმე კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ტიმ ჰოვარდმა ყოფილ გუნდს მეტის უფლება აღარ მისცა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური
ტოტენჰემი-ნიუკასლი 2:1
გოლები: 1:0 ბეილი (5), 1:1 გუფრანი (24), 2:1 ბეილი (78)
ტოტენჰემი (4-4-1-1): ლორისი - უოლკერი, კოლკერი, დოუსონი, ნაუტონი (74. ასუ ეკოტო) - დემბელე (90+2. ჯ. ლივერმორი), პარკერი, ლენონი, ბეილი - ჰოლტბი (69. ადებაიორი) - დემპსი
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - დებუში, რ. ტეილორი, კოლოჩინი, სანტონი - პერჩი (82. ტიოტე), კაბაი - ხონასი (86. შ. ამეობი), სისოკო, გუფრანი (56. მარვო) - სისე
გაფრთხილება: - კაბაი, შ. ამეობი
კარში დარტყმა: 12-5 (5-3) კუთხური: 11-5 თამაშგარე: 5-2 ჯარიმა: 5-11 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 36 244

ჩელსი-უიგანი 4:1
გოლები: 1:0 რამირესი (23), 2:0 აზარი (56), 2:1 მელონი (58), 3:1 ლამპარდი (87), 4:1 მარინი (90)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, კეჰილი (88. ბენაიუნი), ივანოვიჩი, კოული - ლამპარდი, ლუისი - რამირესი, აზარი (90. მარინი), ოსკარი (77. მატა) - ტორესი
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - შარნერი, კოლდუელი, ფიგეროა - მაკარტური, მაკარტი, სტამი (83. დ. ჯონსი), ბოსეჟური - ესპინოსა (59. კონე), მელონი, დი სანტო
გაფრთხილება: მარინი - შარნერი, ფიგეროა
კარში დარტყმა: 17-9 (10-6) კუთხური: 10-6 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 9-13 ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 41 562

ნორვიჩი-ფულჰემი 0:0
ნორვიჩი (4-4-1-1): ბანი - რ. მარტინი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო - ბ. ჯონსონი, ტეტი, ე. ბენეტი (76. ჯექსონი), სნოდგრასი - ჰულაჰანი - ბეკიო (86. კამარა)
ფულჰემი (4-2-3-1): შვარცერი - მანოლევი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე - სიდუელი, ფრიმპონგი (65. ემანუელსონი) - დაფი, როდალიეგა (76. პეტრიჩი), რუისი (90. დეჟაგა) - ბერბატოვი
გაფრთხილება: ე. ბენეტი, სნოდგრასი - ფრიმპონგი, მელონი
კარში დარტყმა: 11-2 (4-1) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 11-16 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 26 816

სტოკი-რედინგი 2:1
გოლები: 1:0 ჰუთი (67), 2:0 ჯერომი (81), 2:1 მარიაპა (83)
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - შოტონი, ჰუთი, შოუკროსი, უილკინსონი (84. კემერონი) - უელანი, ნზონზი, ეთერინგტონი, კაიტლი (65. ჯერომი) - უოლტერსი, კრაუჩი (66. კ. ჯონსი)
რედინგი (4-5-1): ფედერიჩი - კელი, პირსი, მარიაპა, ჰარტი - აკპანი, ლიგერტვუდი, ბლეკმენი (57. ლე ფონდრე), კებე, მაკანუფი (74. მაკლირი) - პოგრებნიაკი (80. ჰანტი)
გაფრთხილება: უელანი, კემერონი -
კარში დარტყმა: 9-2 (6-0) კუთხური: 11-3 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 10-6 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 26 737

სანდერლენდი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 კასორლა (36)
სანდერლენდი (4-5-1): მინიოლე - გარდნერი, ოში, ბრამბლი, როუზი (82. ვონი) - ნდიაიე (68. გრემი), ლ. კატერმოული (46. ლარსონი), კოლბეკი, სესინიონი, ა. ჯონსონი - ფლეტჩერი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტაზაკერი, სანია, მონრეალი - არტეტა, რემსი - კასორლა, უილშირი (50. დიაბი), უოლკოტი (87. მიკელი) - ჟირუ
გაფრთხილება: ლ. კატერმოული, ლარსონი, კოლბეკი - ჯენკინსონი, უოლკოტი
გაძევება: - ჯენკინსონი (62)
კარში დარტყმა: 7-17 (4-9) კუთხური: 11-2 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 6-12 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 46 402

სუონსი-ქუინზ პარკი 4:1
გოლები: 1:0 მიჩუ (8), 2:0 რანხელი (18), 2:1 ზამორა (48), 3:1 ერნანდესი (50), 4:1 მიჩუ (67)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, უილიამსი, ჩიკო (34. ბარტლი), ბ. დევისი - კი, დე გუზმანი - ერნანდესი, რუტლეჯი (62. აგუსტინი), დაიერი - მიჩუ (80. მური)
ქუინზ პარკი (4-2-3-1): ჟ. სეზარი - ონუოჰა, სამბა, ჰილი, ტრაორე - დერი (46. გრანერო), მბია - ტაუსენდი, ჯენასი (68. რაიტ-ფილიპსი), ტაარაბტი - მაკი (46. ზამორა)
გაფრთხილება: ბ. დევისი - სამბა, ტაარაბტი, ტრაორე
კარში დარტყმა: 11-9 (10-4) კუთხური: 5-2 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 7-11 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 20 529

საუთჰემპტონი-სიტი 3:1
გოლები: 1:0 პანჩეონი (7), 2:0 ს. დევისი (22), 2:1 ჯეკო (39), 3:1 ბარი (48-ს.კ-ში)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ჰოიველდი, იოშიდა, ფოქსი (71. რიჩარდსონი) - კორკი, შნაიდერლინი - პანჩეონი (61. ლალანა), როდრიგესი, ს. დევისი (80. ვორდ-პრაუსი) - ლამბერტი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, გარსია, ლესკოტი (66. კოლაროვი), კლიში - ი. ტურე, ბარი - ნასრი (56. მილნერი), დ. სილვა (73. მაიკონი), აგუერო - ჯეკო
გაფრთხილება: ლამბერტი - კლიში, ი. ტურე
კარში დარტყმა: 10-6 (4-4) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 6-3 ჯარიმა: 12-14 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 31 738

ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 ბენტეკე (74-პენ), 2:0 ნზოგბია (78), 2:1 ვესტვუდი (87-ს.კ-ში)
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, კლარკი, ვლაარი, ბეიკერი - ბოუერი (64. ბენტი), ვესტვუდი, დელფი, ნზოგბია (85. სილა) - ვაიმანი (64. დოუკინსი), ბენტეკე
ვესტ ჰემი (4-5-1): იასკელაინენი - ობრაიენი (24. დემელი), რიდი, ტომკინსი, პოგატეტცი - დიამე, ნოლანი, ნოუბლი (76. კ. კოული), მ. ტეილორი (68. ვას ტე), ჯ. კოული - კეროლი
გაფრთხილება: ბეიკერი, ბენტი, კლარკი - პოგატეტცი, რიდი
კარში დარტყმა: 6-8 (2-4) კუთხური: 4-10 თამაშგარე: 5-3 ჯარიმა: 17-12 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 30 503

იუნაიტედი-ევერტონი 2:0
გოლები: 1:0 გიგზი (13), 2:0 ვან პერსი (45)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, ევანსი (81. სმოლინგი), ვიდიჩი, ევრა - კლევერლი, ფ. ჯონსი (56. კერიკი), ვალენსია, გიგზი - რუნი, ვან პერსი
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ნევილი, იაგიელკა, ჰეიტინგა, ბეინსი - გიბსონი, ოსმანი, მირალიაში (70. ნეისმიტი), პიენაარი, ფელაინი - ანიჩებე (57. იელავიჩი)
გაფრთხილება: - მირალიაში, ფელაინი
კარში დარტყმა: 9-6 (6-4) კუთხური: 7-6 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 13-10 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 75 525

11 თებერვალი
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 00:00

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 - მიჩუ (სუონსი)

მომდევნო ტური
17 თებერვალი
ლივერპული-სუონსი

23 თებერვალი
ფულჰემი-სტოკ სიტი, არსენალი-ასტონ ვილა, ნორვიჩი-ევერტონი, ქუინზ პარკი-მანჩესტერ იუნაიტედი, რედინგი-უიგანი, ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი

24 თებერვალი
მანჩესტერ სიტი-ჩელსი, ნიუკასლი-საუთჰემპტონი

25 თებერვალი
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ: შოტლანდიელების თეატრი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული