მიმდინარე სეზონში უელსელის ანგარიშზე მარტო კლუბში 33 შეხვედრაში 18 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა. კიდევ უფრო საინტერესო სტატისტიკასაც გეტყვით:
"ტოტენჰემმა" უკანასკნელ 3 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო და ოთხივეს ავტორი ბეილია.
ჩრდილოლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში მიიჩნევს, რომ ფეხბურთელს თავისუფლად შეუძლია იმავე როლის თამაში, როგორსაც "რეალში" კრიშტიანო რონალდო ასრულებს. პორტუგალიელი აცხადებს, რომ მისი შეგირდი ბოლო ხანს სულ სხვა სიმაღლეებზე ავიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ განვითარება სწორი
"თქვენ თავად შეგიძლიათ ბეილსა და რონალდოში საერთო შტრიხების დანახვა. ფიზიკურად ორივე ძალიან ძლიერი, სწრაფი და ტექნიკურად სრულყოფილია. როცა მათ შორის პარალელს ავლებ, ამჩნევ, რომ ისინი ბუნებრივად არიან დაჯილდოებულნი საგოლე ალღოთი. გარეთმა კარიერა მარცხენა მცველად დაიწყო. მერე გარემარბად ათამაშდა და დარწმუნებული ვარ, რომ თავდასხმაშიც წარმატებით შეუძლია თამაში. რონალდოც ნახევარმცველია, მაგრამ წინა ხაზში ძალიან ეფექტურია. რონალდო 28 წლისაა და უკვე ძალიან ბევრ რამეს მიაღწია. გარეთისთვის ის მაგალითია, თუ რისი მიღწევა შეუძლია. "ნორვიჩთან" მეორე ტაიმში ის, ფაქტობრივად, თავდამსხმელად თამაშობდა. ეს ტაქტიკა ჩვენ შემდგომ უკვე "ვესტ ბრომვიჩთან" და "ნიუკასლთანაც" გამოვიყენეთ და ორჯერვე შესანიშნავი შედეგი მივიღეთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"რეალი" ზაფხულში "ტოტენჰემს" გარეთ ბეილის ტრანსფერზე მიმართავს