მალუდას ასისტენტობა რუსმა იური ჟირკოვმა გაუწია. ამის შემდეგ, სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შესაძლებლობა შექმნეს, მაგრამ საბოლოოდ გოლი მაინც მათ კარში შევარდა - მიკაელ ესიენის პასით კალუმ თამაშის დამთავრებამდე ათიოდე წუთით ადრე შეხვედრას წერტილი დაუსვა. ერთი სიტყით, "ლურჯები" კვლავ ლიდერობენ პრემიერლიგის ცხრილს, ხოლო "ვულვზს" ვერა და ვერ მიუღწევია ამ ჩემპიონატში თავისი პირველი გამარჯვებისთვის.
მატჩის
დასავლეთ ლონდონელთა გასახარად ამ შეხვედრაში მათ დაუბრუნდათ თავდასხმის ლიდერი დიდიე დროგბა, რომელმაც წინა ორი თამაში გრიპის გამო გამოსტოვა. ნაავადმყოფარი დროგბა, რასაკვირველია, ჩვეულებრივ ფორმაში ვერ იქნებოდა, რაც ანჩელოტიმ, სხვებზე უკეთ დაინახა:
"დროგბა ბურთს ხშირად კარგავდა. დიახ, ის კარგად ვერ თამაშობდა, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ ფორმისა და გუნდში ადგილის დასაბრუნებლად ამ შეხვედრაში მონაწიელობა სჭირდებოდა".
ისე კი, თუ დაბრუნებაზეა ლაპარაკი, დროგბაზე უწინ ჟოზე ბოსინგვას დაბრუნება უნდა გვეხსენებინა. ის მუხლის ტკივილს 13 თვის განმავლობაში მკურნალობდა. ანჩელოტი პორტუგალიელით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მწვრთნელის თქმით ის "ჩელსის" მომავალში ძალიან გამოადგება, რადგან იმ მცველთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც აქტიურად უტევენ კიდეც.
"ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "ევერტონს" უმასპინძლა და ლონდონელების გუნდი ამ ჩემპიონატში უკვე მერამდენედ იხსნა გასულ ზაფხულს ნაყიდმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა. მის გარეშე "დეზები" ამჯერად "ევერტონთან" მარცხდებოდნენ მშობლიურ "უაით ჰართ ლეინზე".
ჰოლანდიელი ჩემპიონთა ლიგაში "ინტერთან" ბევრგოლიან შეხვედრაში (მილანელებმა მოიგეს 4:3) დისკვალიფიცირებული გახლდათ, თუმცა აგერ, პრემიერლიგაში მოედანს დაუბრუნდა და... "დეზების" შემადგენლობაში თავის მეხუთე თამაშში მეხუთე გოლი გაიტანა. მისმა ზუსტმა დარტყმამ ლეიტონ ბაინესის უზადოდ შესრულებული საჯარიმო გაქვითა. ცნობისათვის: ბაინესს მთელი 14 თვე არ გაეტანა. და კიდევ, ამ შეხვედრაზე ლაპარაკისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პიტერ კრაუჩს რამდენჯერმე შეეძლო გოლის შეგდება და რომ მოეხერხებინა, "სფურზი" პრემიერლიგის მეხუთე გამარჯვებას მოიპოვებდა და ა ხუთი მოგებიდან ოთხში ჩამორჩენა ექნებოდა შემოტრიალებული. რასაკვირველია, მოვლენებს კვლავ დაასვა თავისი დაღი იმან, რომ "ტოტენჰემი" "ევერტონთან" შეხვედრამდე მხოლოდ 24 საათით ადრე დაბრუნდა მილანიდან ლონდონში.
თუმცა, ნაკლოვანებების მიუხედავად, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა თავისი გუნდი შეაქო: "ევერტონთან იოლი შეხვედრა არ არსებობს. ჩვენ მოწინააღმდეგეზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ, ხომ იცით, ჩემპიონთა ლიგის გამო მძიმე კვირა გვქონდა და ამ კვირის ბოლოს ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ფეხბურთელებს ვერაფერში დავადანაშაულებ. ჩვენ დღეს რაც შეგვეძლო ვიბრძოლეთ. კვლავ ვაგებდით და არ წავაგეთ, რაც ბიჭების ხასიათზე მიუთითებს".
თავისი ბიჭების ბრძოლისუნარიანობას აქებდა "ევერტონის" თავკაცი დევიდ მოიესიც. ლივერპულის გუნდმა სეზონი, მოგეხსენებათ, მძიმედ დაიწყო, მაგრამ თანდათანობით გამოასწორა და აგერ, უკვე ოთხი თამაშია აღარ წაუგია.
ლონდონის "აპტონ პარკზე" კი ნიუკასლელმა ენდი ქეროლმა დაამტკიცა, რომ ბოლო დროს მის გარშემო ატეხილი ხმაური გოლების გატანაში ხელს არ უშლის - მისი გოლის წყალობით "კაჭკაჭებმა" "ვესტ ჰემი" 2:1 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ქეროლის ამ შეხვედრაში მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან, ახალგაზრდა ფეხბურთელს პირადი პრობლემები აქვს: ყოფილი მეგობარი გოგონას ცემისთვის სასამართლოშია დაბარებული და ამისგან დამოუკიდებლად (თუმცა, ვინ იცის) მას მანქანაც დაუწვეს. თუმცა, ასე იყო თუ ისე, გასული კვირა ქეროლისთვის კარგად დასრულდა და მისთვის კეთილი სიტყვა არც მწვრთნელმა კრის ჰაფტონმა დაიშურა:
"დღეს ენდი შეუდარებელი იყო. ის ჩვენს წინაშე არანაირ ვალში არ არის. ქეროლს ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მისთვის საუკეთესო ადგილი მოედანზეა და ამიტომ ყოველდღე თავდადებით იბრძვის და შრომობს. ფეხბურთელები მის მხარდამხარ თავს შემართებულად გრძნობენ. რაც შეეხება დღევანდელ გამარჯვებას, ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ ასეთი ბრძოლისუნარიანი ბიჭების კოლექტივი შეიკრიბა".
დამარცხებულთა ცნობილი მწვრთნელი ავრამ გრანტი კი უკმაყოფილო გახლდათ:
"ვფიქრობ, დღეს მეტოქეს ჯეროვნად ვერ "მივაწექით". ბურთს ხშირად ვკარგავდით და "ნიუკასლის" მოთამაშეებს დიდ სივრცეებს ვაძლევდით”.
"უიგანისა" და "ბოლტონის" თამაში 1:1 დასრულდა, რაც, შესაძლოა, ორივესთვის კარგ შედეგად მივიჩნიოთ: ერთიცა და მეორეც წაუგებელ სვლას განაგრძობს. შეხვედრის ყველაზე უსიამოვნო მომენტი პირველ ტაიმში უიგანელი ჯეიმს მაკკარტის დაშავება გახლდათ. მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მატჩისშემდგობ პრესკონფერენციაზე თქვა:
"ის საავადმყოფოში წაიყვანეს და გამოიკვლევენ. ყველაფერი დაზუსტებით 24 საათში გვეცოდინება, მაგრამ ვფიქრობ, კარგს ვერაფერს შევიტყობთ".
"ვესტ ბრომვიჩმა" "ფულჰემს" 2:1 აჯობა და თან როგორ, თავიდან ჩამორჩენილი იყო. თანაც, მარტივი ანგარიშით გამოდის, რომ "ვესტ ბრომვიჩი" ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე შვიდი თამაშია დაუმარცხებლად მიდის.
"სანდერლენდმა" "ასტონ ვილა" რიჩარდ დანის ავტოგოლის წყალობით დაამარცხა. ბირმინგემელები საგოლე მომენტების ვერ გამოყენების გამო დაისაჯნენ, "სანდერლენდიმა" კი პრემიერლიგაში ბოლო ექვსი ცდიდან პირველად გაიმარჯვა.
"ბირმინგემმა" "ბლექპულს" მოუგო 2:0 და ამ შეხვედრაში ლაიამ რიჯუელის გარდა ნიკოლა ჟიგიჩმაც გაიტანა. ეს გახლდათ ჟიგიჩის მეორე გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში - მოგეხსენებათ, სერბი ფორვარდი პრემიერლიგაში 6 მილიონ ფუნტად გასულ ზაფხულს "ვალენსიადან" გადავიდა, რომელსაც თავის მხრივ იგი "სანტანდერში" ჰყავდა გაქირავებული.
მომდევნო ტური
30 ოქტომბერი. არსენალი-ვესტ ჰემი, ბლექბერნი-ჩელსი, ევერტონი-სტოკი, ფულჰემი-უიგანი, ვულვზი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-ტოტენჰემი. 31 ოქტომბერი. ასტონ ვილა-ბირმინგემი, ნიუკასლი-სანდერლენდი, ბოლტონი-ლივერპული. 1 ნოემბერი. ბლექპული-ვესტ ბრომვიჩი.
ტოტენჰემი-ევერტონი 1:1
ტოტენჰემი: გომეში, ჰატონი, გალასი, ქაბული, ასუ-ეკოტო, ლენონი (69. პავლიუჩენკო), პალასიოსი (45. სანდრო), მოდრიჩი, ბეილი, ვან დერ ვაარტი, კრაუჩი.
ევერტონი: ჰოვარდი, ფ. ნევილი, იაგიელკა, დისტინი, ბეინესი, კოულმენი (84. ბექფორდი), ჰეიტინგა (78. ჰიბერტი), პიენაარი, ბელიალეტდინოვი, ტ. კეჰილი, იაკუბუ (63. საა).
გოლები: 0:1 ბაინესი (17), 1:1 ვან დერ ვაარტი (20)
გაფრთხილება: 3-1; კარში დარტყმა: 14-7 (4-2); ჯარიმა: 15-14; კუთხური: 4-4; თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 35 967
ბირმინგემი-ბლექპული 2:0
ბირმინგემი: ფოსტერი, კარი, რ. ჯონსონი, დანი, რიჯუელი, ლარსონი, ბ. ფერგიუსონი, ჰლები (74. მერფი), ფეჰეი (66. ბოიერი), ჟიგიჩი, ო'კონორი (83. დერბიშირი)
ბლექპული: გილკსი, ერდლი, კეჩკერტი, ივეტი, კრეინი, ტეილორ-ფლეტჩერი, ჩ. ადამი (67. საუთერნი), ვუგანი, ჰერევუდი (67. ფილიპსი), დი ჯეი კემპბელი, ვერნი (74. ორმეროდი)
გოლები: 1:0 რიჯუელი (36), 2:0 ჟიგიჩი (56)
გაფრთხილება: 1-1; კარში დარტყმა: 23-20 (4-6); ჯარიმა: 8-16; კუთხური: 9-10; თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 26 850
ჩელსი-ვულვზი 2:0 [იხილეთ ვიდეო]
ჩელსი: ჩეხი, ბოსინგვა (79. ფერეირა), ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული, ესიენი, მიკელი, ჟირკოვი (82. მაკეხრანი), მალუდა (72. კალუ), ანელკა, დროგბა.
ვულვზი: ჰანემანი, ფოული, სტირმენი, ბერა, უორდი, ჯევისი (87. ფლეტჩერი), მილიაში, დ. ჯონსი, ვან დამი (45. ჰანტი), ედუარდსი, დოილი (87. ებანკს-ბლეიკი)
გოლები: 1:0 მალუდა (23), 2:0 კალუ (81)
გაფრთხილება: 1-2; კარში დარტყმა: 19-14 (5-10); ჯარიმა: 10-9; კუთხური: 8-8; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 41 752
სანდერლენდი-ასტონ ვილა 1:0
სანდერლენდი: მინოლეტი, ონუოჰა, ტერნერი, ბრემბლი, ბერდსლი, ალ მუჰამადი (90. ზენდენი), კეტერმოლი, ჰენდერსონი, უილბეკი (66. გიანი), მოლბრანკი (82. მენსა), ბენტი
ასტონ ვილა: ფრიდელი, ბეიე, კოლინზი, რ. დანი, უორნოკი, დაუნინგი, რიო-კოკერი, ს. პეტროვი (40. სიდუელი), ე. იანგი, აირლენდი (55. ოლბრაიტონი), ჰესკი
გოლები: 1:0 რ. დანი (25-საკ. კარში)
გაფრთხილება: 1-2; კარში დარტყმა: 14-13 (1-3); ჯარიმა: 12-12; კუთხური: 4-11; თამაშგარე: 5-2; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 41 506
ვესტ ბრომვიჩი-ფულჰემი 2:1
ვესტ ბრომვიჩი: კერსონი, ხარა, ტამასი, ოლსონი (55. იბანიესი), შორი, შარნერი, მულუმბუ, ბრანტი, ტომასი (87. ტჩოი), მორისონი, ფორჩუნი (54. ბედნარი)
ფულჰემი: შვარცერი, კელი, ჰიუზი, ჰანგელანდი, სალსიდო, ბეირდი (73. რიისე), გრინინგი, დემბელე, დემპსი, გერა, კამარა (59. ე. ჯონსონი)
გოლები: 0:1 კარსონი (9-საკ. კარში), 1:1 მულუმბუ (17), 2:1 ფორჩუნი (40)
გაფრთხილება: 0-0; კარში დარტყმა: 15-9 (6-1); ჯარიმა: 4-11; კუთხური: 7-5; თამაშგარე: 4-1; ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 25 625
უიგანი-ბოლტონი 1:1
უიგანი: კირკლენდი, ბოისი (52. სტამი), კოლდუელი, ალკარასი, ფიგეროა, გომესი (83. დიამე), მაკკარტი (30. დიამე), ტომასი, ნ’ზოგბია, დი სანტო, როდალეგა
ბოლტონი: იაასკელაინენი, სტეინსონი, გ. კეჰილი, ნაითი, რობინსონი, ლი (65. როდრიგო), მუამბა, ჰოლდენი, მ. პეტროვი (65. ტეილორი), კ. დევისი, ელმანდერი
გოლები: 1:0 როდალეგა (59), 1:1 ელმანდერი (66)
გაფრთხილება: 0-2; კარში დარტყმა: 17-11 (6-2); ჯარიმა: 8-14; კუთხური: 5-0; თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 17 100
ვესტ ჰემი-ნიუკასლი 1:2
ვესტ ჰემი: გრინი, იაკობსენი, და კოსტა, აპსონი (53. ილუნგა), გებიდონი, ბეჰრამი (76. ბარერა), პარკერი, ნობლი, პიქვიონი (68. მაკკარტი), კ. კოული, ობინა.
ნიუკასლი: კრული, სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი, ბარტონი, ნოლანი, ტიოტე, ხონასი, ამეობი, ქეროლი.
გოლები: 1:0 კ. კოული (12), 1:1 ნოლანი (23), 1:2 ქეროლი (69)
გაფრთხილება: 0-0; კარში დარტყმა: 11-15 (1-5); ჯარიმა: 13-6; კუთხური: 2-6; თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 34 486
ჩემპიონშიფი
XIII ტური
ბრისტოლი-ქუინზ პარკი 1:1
გოლები: 1:0 სტიდი (16), 1:1 აგიემანგი (84)
ბარნლი-რედინგი 0:4
გოლები: 0:1 ლონგი (8), 0:2 მაკენაფი (64), 0:3 ანტონიო (85), 0:4 ჩერჩი (90)
ქოვენთრი-ბარნსლი 3:0
გოლები: 1:0 მაკშეფრი (9), 2:0 ბეიკერი (86), 3:0 კლარკი (90)
ჰალი-პორტსმუთი 1:2
გოლები: 0:1 ნაჯენტი (45), 0:2 ჰელფორდი (47), 1:2 ბერმბი (62)
მილუოლი-დერბი 2:0
გოლები: 1:0 მორისონი (11), 2:0 რობინსონი (49)
ნორვიჩი-მიდლსბრო 1:0
გოლი: 1:0 ჯექსონი (44)
ნოტინგემი-იფსვიჩი 2:0
გოლები: 1:0 მაკგოლდრიკი (13), 2:0 მაკგუგანი (45)
პრესტონი-კრ. პალასი 4:3
გოლები: 1:0 პერკინი (13), 1:1 გერვანი (20), 2:1 პერკინი (25), 3:1 ტრისი (36), 4:1 დევიდსონი (66), 4:2 დორმენი (69), 4:3 ვუგანი (80)
სუონსი-ლესტერი 2:0
გოლები: 1:0 იმნესი (50), 2:0 სინკლერი (90)
უოტფორდი-სკანთორპი 0:2
გოლები: 0:2 ბერნი (28), 0:2 ვულფორდი (45)
დონკასტერი-შეფილდ იუნ 2:0
გოლები: 1:0 კოპინგერი (33), 2:0 შარპი (42)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ქუინზ პარკი 13 8 5 0 25-4 29
2. კარდიფი 12 8 2 2 21-11 26
3. სუონსი 13 7 2 4 17-12 23
4. ნორვიჩი 13 7 2 4 19-15 23
5. უოტფორდი 13 6 3 4 25-18 21
6. ქოვენთრი 13 6 3 4 20-16 21
7. ბარნლი 13 5 5 3 21-15 20
8. რედინგი 13 5 4 4 18-11 19
9. მილუოლი 13 5 4 4 18-15 19
10. ნოტინგემი 13 4 7 2 15-12 19
11. დონკასტერი 13 5 4 4 20-19 19
12. დერბი 13 5 3 5 21-16 18
13. პორტსმუთი 13 5 3 5 19-18 18
14. იფსვიჩი 13 5 3 5 15-15 18
15. სკანთორპი 13 5 2 6 17-17 17
16. ლიდსი 12 5 2 5 19-21 17
17. ბარნსლი 13 4 3 6 17-24 15
18. შეფილდ იუნ 13 4 3 6 9-17 15
19. ჰალი 13 3 4 6 9-17 13
20. პრესტონი 13 4 1 8 20-29 13
21. ლესტერი 13 3 3 7 16-27 12
22. მიდლსბრო 13 3 2 8 12-22 11
23. კრ. პალასი 13 3 2 8 14-25 11
24. ბრისტოლი 13 2 4 7 12-23 10
ბომბარდირები: 8 - იუელუმო (ბარნლი), მეკი (ქუინზ პარკი); 7 - ბოთროიდი (კარდიფი), კომონსი (დერბი), მაკგუგანი (ნოტინგემი), პერკინი (პრესტონი); 6 - გრეჰემი (უოტფორდი), შარპი (დონკასტერი), სინკლერი (სუონსი), სომა (ლიდსი), სორდელი (უოტფორდი).
პირველი ლიგა
XIII ტური
ბრენტფორდი- პიტერბორო 2:1, ბრაიტონი-იეოვილი 2:0, კერლისლი-ჩარლტონი 3:4, კოლჩესტერი-ნოთს ქაუნთი 2:1, ჰარტლპული-ბრისტოლი 2:2, მილტონი-ექსეტერი 1:0, პლიმუთი-ჰადერსფილდი 2:1, როჩდეილი-დაგენჰემი 3:2, შეფილდი-ბურნმუთი 1:1, საუთჰემპტონი-ოლდჰემი 2:1, სუინდონი-ლეიტონი 2:2, უოლსოლი-ტრანმერი 1:4.
მეორე ლიგა
XIII ტური
ბერნეტი-მაკლსფილდი 1:0, ბარტონი-ბრედფორდი 3:0, ბერი-საუთენდი 1:0, ჩელტენჰემი-პორტ ვეილი 0:0, ჩესტერფილდი-შრუსბერი 4:3, ქრუ-ოლდერშოტი 3:1, ჯილინგემი-თორგუეი 1:1, ჰერეფორდი-ეკრინგტონი 1:1, ლინკოლნი-სტოკპორტი 0:0, მორკეიმბი-სტივენიჯი 0:0, ოქსფორდი-ნორთემპტონი 3:1, როტერჰემი-უაიკობმი 3:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"