ტიერი ანრი მასწავლებლის დასაცავად

AutoSharing Option
არსენ ვენგერი "არსენალში" 1996 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მას შემდეგ 63 წლის ფრანგმა 3-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი (1998, 2002, 2004 წლებში), 4-ჯერ ასოციაციის თასი (1998, 2002, 2003, 2005-ში) და ამდენჯერვე ინგლისის სუპერთასი (1998, 1999, 2002, 2004). "მეთოფეები" უტიტულოდ უკვე მე-8 სეზონს ატარებენ.

წელს მათი ერთადერთი იმედი ისევ ასოციაციის თასია. ჩრდილოლონდონელების მხარდამჭერთა ნაწილს მოთმინების ფიალა რა ხანია, აევსო. ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ვენგერი ის ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც შეუძლია, გუნდი წარმატებების გზას დაუბრუნოს. უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება "არსენალის" ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი. აი,
რას ამბობს ის:

"როცა ვერაფერს იგებ, ხალხს ბუნებრივად ეპარება ეჭვი შენში. სამწუხაროა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი ასეთია. ჩემთვის ძალიან რთულია ვენგერის კრიტიკის მოსმენა, არსენი ჩემთვის ყოველთვის "არსენალის" ტოპმენეჯერი იქნება. ის ჩემ მიმართ განსაკუთრებულად იყო განწყობილი და ამას გარდა, ვიცი, თუ რამდენი რამ გააკეთა მან კლუბისთვის. გულშემატკივარი მუდმივად ბოლო წლების გამოსვლით გსჯის, მაგრამ შეადარეთ მაინც ძველი "არსენალი" და ახლანდელი.

ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ ფეხბურთს სამუდამოდ ვერ ჩამოვშორდები. დაივიწყეთ, რომ ოდესღაც აქ ვთამაშობდი. მე ამ გუნდის უბრალო გულშემატკივარი ვარ. იმედია, ოდესმე დაბრუნების შანსი მომეცემა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ, რადგან ჩემი გული ამ კლუბს ეკუთვნის. თუმცა მესმის, რომ ყველაფერი მარტო ჩემზე დამოკიდებული არ არის. ეს უფრო მეტად ოცნებაა, ვიდრე რეალობა, რომელიც შეიძლება ახდეს. ჩემს კონტრაქტს ამჟამინდელ კლუბთან ვადა კიდევ ორი წლით აქვს. გავა ეს დრო და მერე ვნახავთ, რას გადავწყვეტ
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტიერი ანრი: ფეხბურთს კიდევ ორი წელი ვითამაშებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული