"სიტის" ბანაკში ყველას ესმის, რომ აღნიშნული ტურნირი უკანასკნელი შანსია, სეზონს მეტნაკლებად წარმატებელი მაინც რომ დაერქვას.
ჩემპიონატში 12-ქულიანი ჩამორჩენა ოპტიმიზმის საფუძველს უკვე აღარ იძლევა. აქედან გამომდინარე რობერტო მანჩინი ჩემპიონშიპის წარმომადგენელს უძლიერეს შემადგენლობას დაუპირისპირებს.
"ქალაქელთა" ძირითადს დაუბრუნდება კაპიტანი ვენსან კომპანი. ითამაშებს კარლოს ტევესიც.
სტუმრებს კი საუკეთესო ბომბარდირის ლუსიანო ბეკიოს გაყიდვის შემდეგ შეტევაში ლუკ ვარნის იმედად მოუწევთ ყოფნა.
ჩვენი პროგნოზი: "სიტი" უეჭველად მოიპოვებს მომდევნო ეტაპის საგზურს.
"არსენალს" რთული დროება უდგას. 19 თებერვალს
ჩრდილოლონდონელებმა 8 წლის წინ სწორედ ასოციაციის თასზე იმარჯვეს.
და ამ დროს ცნობილი ხდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში გუნდს ლიდერი ჯეკ უილშირი ვერ დაეხმარება. ახალგაზრდა პლეიმეიკერი ნამდვილად არ იქნება 16 თებერვალს გასამართ შეხვედრაში. ჩემპიონთა ლიგაში მისი თამაშის შანსი კი ძალზე მცირეა. ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს.
სამაგიეროდ ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება ტომას ვერმალენი. შესაბამისად, "მშობლიურ" მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს ბაკარი სანია. ჩვენი პროგნოზი: "არსენალის" მოგება მინიმალური ანგარიშით
დაბოლოს, "ოლდ ტრეფორდზე" ერთმანეთს პრემიერლიგის გუნდები შეხვდებიან. "მანჩესტერ იუნაიტედი"-"რედინგი".
"ეშმაკები" შესანიშნავ ხასიათზე არიან, რადგან ჩემპიონთა ლიგაში "რეალთან" გასვალზე ითამაშეს ფრედ (1:1). მოსალოდნელია, რომ ალექს ფერგიუსონი ძირითად შემადგენლობას დასვენების საშუალებას მისცემს.
"არისტოკრატებისთვის" "იუნაიტედის" შესუსტებულ შემადგენლობასთან ბრძოლაც რთული იქნება, მით უფრო, როცა "რეზერვისტებში" ხავიერ ერნანდესი თამაშობს.
ჩვენი პროგნოზი: ბრაიან მაკდერმოტის გუნდს წარმატების მიღწევის მხოლოდ მიზერული შანსი აქვს.
ინგლისის ასოციაციის თასი. 1/8 ფინალი
16 თებერვალი
ლუტონი-მილუოლი 16:45
არსენალი-ბლექბერნი 19:00
მილტონი-ბარნსლი 19:00
ოლდჰემი-ევერტონი 22:00
17 თებერვალი
ჩელსი-ბრენტფორდი 16:00
სიტი-ლიდსი 18:00
ჰადერსფილდი-უიგანი 19:55
18 თებერვალი
იუნაიტედი-რედინგი 00:00
ინგლისის პრემიერლიგა. XXVII ტური
17 თებერვალი
ლივერპული-სუონსი 19:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტიერი ანრი მასწავლებლის დასაცავად