რობინ ვან პერსი: ვერ წარმომიდგენია ის დღე, როცა კარიერას დავასრულებ

AutoSharing Option
ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში თამაშისგან სიამოვნებას იღებს.

"მივხდი, რომ როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში თამაშობ, ყოველი შეხვედრა მნიშვნელოვანია.

არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული მატჩი - "ლივერპულთან" პრემიერლიგაში და მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე. მაგრამ სხვა მატჩებიც მნიშვნელოვანია, რადგან მსგავს შეხვედრებში გამარჯვება ჩემპიონობას გვაძლევს.

"რედინგის" წინააღმდეგ მსურს თამაში და საერთოდ, ყველა შეხვედრაში მინდა თამაში.

მიჩვეული ვარ ყოველ მესამე დღეს თამაშს. ახლა როცა ერთი კვირა არ ვთამაშობ, შესაძლოა, 10-15 წუთი დამჭირდეს ძველ რიტმში დასაბრუნებლად.

მიყვარს ხმაური, დრამა, ვნებათაღელვა. ამისთვის ვცხოვრობ.
ვერ წრმომიდგენია ის დღე, როცა კარიერას დავასრულებ",
- თქვა ვან პერსიმ.

მომზადებულია ESPN.co.uk-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი. 1/8-ფინალის წინ: უკანასკნელი შანსი ორისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული