"რეალი" ზაფხულში "ცაცია რონალდოს" იყიდის

AutoSharing Option
"მარკას" მტკიცებით, უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადავა.

"რეალს" ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა "ტოტენჰემიდან" გარეთ ბეილის შეძენა, მაგრამ დიდმა სატრანსფერო ფასმა "სამეფო კლუბს" უკან დაახევინა, სამაგიეროდ იყიდა ლონდონური კლუბიდან ლუკა მოდრიჩი.

ფლორენტინო პერესი არ ნებდება, მას სურს ახალი გალაქტიკოს შენება და გარეთ ბეილი მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიაჩნია, ისევე როგორც - ჟოზე მოურინიოს.

უელსელს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს, თუმცა კლუბის დატოვება სურს. სავარაუდოდ, მისი ფასი 45-50 მილიონი ევროა.

გარეთ ბეილს ესპანეთში ცაცია რონალდოს ეძახიან. თავად უელსელი კი მაღალი წარმოდგენისაა
რონალდოზე და პორტუგალიელს მესიზე წინ აყენებს: "რონალდო ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ მესიზე ძლიერი ფეხბურთელია. მას აქვს ყველაფერი: ძლიერია ფიზიკურად, სწრაფია, ტექნიკურია, გოლები გაქქვს, თავით კარგად თამაშობს. რა თქმა უნდა, მესიზე ცუდს ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაზე მრავალმხრივი ფეხბურთელი მსოფლიოში რონალდოა".

ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ ბოაში: ბეილი მეორე რონალდოა


მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი იგროკაი მაგრამ უტვინო ყოფილა :)
0

სიახლეები პოპულარული