პრემიერლიგა. XXVII ტური: წარუმატებელი სერიის დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
"ლივერპულს" "სუონსისთან" შეხვედრაში 3 ქულის აღება ძალიან გაუადვილდა. მიზეზი 24 თებერვალს დაგეგმილი ლიგის თასის ფინალია. უელსელების მთელი ყურადღება სწორედ "უემბლისკენ" არის მიმართული.

მართალია, მიკაელ ლაუდრუპი თამაშის წინ ამტკიცებდა, ჯერ მხოლოდ ჩემპიონატზე ვფიქრობთო, მაგრამ მას ალბათ თავად არ სჯეროდა თავისი სიტყვების.

დანიელმა სპეციალისტმა ძირითად შემადგენლობაში წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი არ დააყენა.

"გედების" სათადარიგოთა სკამი კი თავისი სიგრძით ნამდვილად არ გამოირჩევა. რეზერვისტებმა გამძვინვარებულ "ლივერპულს" ვერაფერი დაუპირისპირეს.

"წითლებს" 19 იანვრის შემდეგ 2 ფრე და 3 წაგება ჰქონდათ. ერთი თვის წინ ბრენდან როჯერსმა "ნორვიჩი"
გაანადგურა 5:0.

VideoSportall.Ge
ლივერპული - სუონსი 5:0


ინგლისი. პრემიერლიგა. XXVII ტური
ლივერპული-სუონსი 5:0
გოლები: 1:0 ჯერარდი (34-პენ), 2:0 კოუტინიო (46), 3:0 ხ. ენრიკე (50), 4:0 სუარესი (56), 5:0 სტარიჯი (71-პენ)
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, კარაგერი, ხ. ენრიკე - ლუკასი (72. ალენი), ჯერარდი, კოუტინიო (60. ჰენდერსონი), დაუნინგი - სუარესი (78. ბორინი), სტარიჯი
სუონსი (4-3-3): ვორმი - ტიენდალი, მონკი, ბარტლი, ბ. დევისი - დე გუზმანი, ბრიტონი, აგუესტინი - ერნანდესი (76. დაიერი), შეხტერი (82. რანხელი), ლამა (64. რუტლეჯი)
გაფრთხილება: - ერნანდესი
კარში დარტყმა: 25-2 (12-2) კუთხური: 10-1 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 7-8 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 44 832

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 18 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 – მიგელ მიჩუ (სუონსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროთასებზე "სუონსის" ინგლისის დროშით მოუწევს თამაში
ასოციაციის თასი: მასობრივი არეულობის აღსაკვეთად სპეცდანაყოფი გამოიძახეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული