ასოციაციის თასი: მასობრივი არეულობის აღსაკვეთად სპეცდანაყოფი გამოიძახეს [VIDEO]

AutoSharing Option
ასოციაციის თასის მე-5 ეტაპს სენსაციებისა და სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია.

პირველზე ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ "ლუტონი"-"მილუოლის" შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიციას მასობრივი არეულობის აღსაკვეთად სპეციალური დანაყოფის გამოძახება დასჭირდა.

სამართალდამცავებზე აგრესია გამარჯვებული გუნდის ფანებმა მიიტანეს. თუმცა გასაკვირი არაფერია, "მილუოლის" გულშემატკივრები მსოფლიოში სწორედ ამით არიან ცნობილნი.

ბედფორდშირის პოლიციის ცნობით, დაკავებულია 7 ადამიანი.

მეორე მარცხი ქვედალიგელთან
"არსენალმა" "ბლექბერნთან" ასოციაციის თასზე შესუსტებული შემადგენლობა გამოიყვანა, დამარცხდა და უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ ზედიზედ მერვედ დაასრულებს სეზონს ტიტულის გარეშე.

"მეთოფეები" თამაშს 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ.
შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ ჯეიკ კინი ერთხელაც ვერ ჩააყენეს გამოუვალ მდგომარეობაში.

ის იყო, არსენ ვენგერმა თამაშის გასაძლიერებლად სამმაგი ცვლილება გააკეთა, რომ "ემირიტსი" შოკში ჩავარდა. ვოიცეხ შჩესნის მიერ ცუდად მოგერიების შემდეგ კოლინ კაზიმ-რიჩარდსმა ტექნიკური დარტყმით ბურთი "არსენალის" კარის მარცხენა ზედა კუთხეში გაახვია.

უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ "არსენალი" ლიგის თასიდანაც ქვედალიგელმა გუნდმა, "ბრენტფორდმა" გამოაგდო.

აი, რა თქვა მატჩის შემდგომ არსენ ვენგერმა: "ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში ვაკონტროლებდით, კარის მიმართულებით 16-ჯერ დავარტყით, მეტოქემ სულ რაღაც ერთხელ, მაგრამ ის თავს ორგანიზებულად იცავდა. ეს იყო კლასიკური სათასო შეხვედრა, სადაც მთავარი იყო, გოლი არ გაგეშვა. ჩვენ კი გადამწყვეტ ეპიზოდში უხეშად შევცდით.

ახლა არ მინდა დეტალებზე მსჯელობა, მაგრამ რაც მოხდა, ამაში დამნაშავეები თავად ვართ. შეტევის უკანასკნელ ფაზაში კონცენტრაცია გვაკლდა. ასე რომ, იმ მომენტებიდან, რაც შევქმენით, სარგებელი ვერ მივიღეთ"
.

მოსალოდნელი გამარჯვებები
"არსენალისგან" განსხვავებით, "ჩელსიმ" ასოციაციის თასზე მე-4 ეტაპის მატჩი ჩაატარა. "ბრენტფორდი" "სტემფორდ ბრიჯს" განმეორებითი შეხვედრისთვის ეწვია.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 27 იანვარს ფრედ, 2:2 დასრულდა. მასპინძლებს პირველ ტაიმშივე შეეძლოთ, დაპირისპირების ბედი გადაეწყვიტათ, თუმცა რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავეს. აი, მეორე ნახევარში კი ყველაფერი "წესის მიხედვით" წარიმართა.

34 წლის ფრენკ ლამპარდმა კარიერაში 199 გოლი გაიტანა ლურჯი მაისურით (15 მიმდინარე სეზონში) და კიდევ უფრო მიუახლოვდა "ჩელსის" ყველა დროის ბომბარდირის ტიტულს. რეკორდამდე მას 4 გოლის გატანაღა მართებს.

არანაკლებ დამაჯერებელი იყო "მანჩესტერ სიტიც". მოქმედმა ჩემპიონმა მოწინააღმდეგეს პირველ თხუთმეტ წუთში მიუჩინა მისი ადგილი და დარჩენილი დრო ბურთის გორებაში გაატარა, თუმცა მაინც მოახერხა ამდენივეს გატანა.

ინგლისი. ასოციაციის თასი
ლუტონი-მილუოლი 0:3
გოლები: 0:1 ჰენრი (12), 0:2 ჰალსი (36), 0:3 გუზანი (85)

არსენალი-ბლექბერნი 0:1
გოლი: 0:1 კაზიმ-რიჩარდსი (72)
არსენალი: შჩესნი, კოკლენი, ვერმალენი, კოშელნი, მონრეალი, დიაბი, როსიცკი (71. უილშირი), არტეტა, ჟერვინიო (71. უოლკოტი), ჟირუ, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (71. კასორლა)

მილტონი-ბარნსლი 1:3
გოლები: 0:1 დაგნალი (3), 0:2 ჰეირვუდი (19), 1:2 ბოვდიტჩი (61), 1:3 დაგნალი (90)

ოლდჰემი-ევერტონი 2:2
გოლები: 1:0 ობიტა (13), 1:1 ანიჩებე (25), 1:2 იაგიელკა (48), 2:2 სმიტი (90)
ევერტონი: ჰოვარდი, ნევილი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი, ოსმანი, გიბსონი, ფელაინი, პიენაარი (79. ოვიედო), ანიჩებე (46. მირალიაში), იელავიჩი (90+1. დაფი)

ჩელსი-ბრენტფორდი 4:0
გოლები: 1:0 მატა (55), 2:0 ოსკარი (68), 3:0 ლამპარდი (71), 4:0 ტერი (81)
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, კოული, ლუისი, ლამპარდი (81. ბერტრანი), ოსკარი, მატა (76. ბენაიუნი), ბა, მოზესი (65. აზარი)

სიტი-ლიდსი 4:0
გოლები: 1:0 ი. ტურე (5), 2:0 აგუერო (15-პენ), 3:0 ტევესი (52), 4:0 აგუერო (72)
სიტი: პანტილიმონი, საბალეტა, ნასტასიჩი, კ. ტურე, კოლაროვი, ი. ტურე, ხ. გარსია (60. როდუელი), მილნერი, დ. სილვა, ტევესი (64. მაიკონი), აგუერო (81. ჯეკო)

VideoSportall.Ge
მანჩესტერ სიტი - ლიდსი 4:0


ჰადერსფილდი-უიგანი 1:4
გოლები: 0:1 მაკმანამანი (31), 0:2 კონე (40), 0:3 მაკარტური (56), 1:3 ნოვაკი (62), 1:4 კონე (89)
უიგანი: ბლასკესი, სტამი, გოლობარტი, შარნერი, ფიგეროა, მაკარტური (90. მაკარტი), გომესი (74. ბოსეჟური), ესპინოსა (57. მელონი), მაკმანამანი, ფივი, კონე

18 თებერვალი
იუნაიტედი-რედინგი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრენკ ლამპარდმა "ჩელსიში" 199-ე გოლი გაიტანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული