ნემანია ვიდიჩი სტივენ ჰანტს თავით დაეტაკა. სერბს წარბი გაუსკდა, ირლანდიელს – თავი და თანაც სერიოზული სისხლდენა დაეწყო. საბედნიეროდ, თამაში ორივემ განაგრძო. ნაკლებად გაუმართლა ფილ ჯონსს, ვინც ტაიმის მიწურულს მიღებული ტრავმის გამო მოედნიდან გაიყვანეს. მის ნაცვლად თამაშში ნანი ჩაერთო. 26 წლის პორტუგალიელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა "იუნაიტედის" წარმატებაში. მეორე ტაიმში მან
1/4-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან: "ბლექბერნი"-"მილუოლი", "მანჩესტერ სიტი"-"ბარნსლი", "უიგანი"-"ოლდჰემი"/"ევერტონის" გამარჯვებული, "მანჩესტერ იუნაიტედი"-"მიდლსბრო"/"ჩელსის" გამარჯვებული. წყვილები, რომელთა შორის 1/4-ფინალისტი გამოვლენილი ჯერ არ არის, 27 თებერვალს შეხვდებიან ერთმანეთს.
მატჩის შემდგომ
ალექს ფერგიუსონი: "რუნი სერიოზულად არის გაციებული. ის კვირას ბაზაზე გამოცხადდა, მაგრამ უკან გავუშვი და მას შემდეგ სახლიდან ფეხი არ გამოუდგამს. ჯონსის მდგომარეობას რაც შეეხება, მას მუხლი აწუხებს. ფილს ამ დღეებში კიდევ დავაკვირდებით, მაგრამ ვეჭვობ, რომ შაბათს "ქუინზ პარკთან" შეხვედრისთვის მზად არ იქნება.
ნანი აუცილებლად უნდა შევაქო. ის გამოსვლისთანავე აქტიურად ჩაერთო თამაშში და პირველივე შეხებით სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ძელს მოარტყა; მეორედ კი მას მეკარემ აუღო დარტყმა. ნანის როლი დღევანდელ წარმატებაში განუზომელი იყო. ის რომ ფორმაში შევიდა, ჩვენთვის ეს კიდევ ერთი დიდი პლუსია".
ლუიშ ნანი: "ჩემი აზრით, ფეხბურთელები ყოველთვის მზად არიან თავიანთი გუნდის დასახმარებლად. მე ნამდვილად ასე ვარ. როცა ამის შანსი მეძლევა, მინდორზე გამოვდივარ და რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. ამჯერად ყველაფერი კარგად გამომივიდა, რაც ძალიან მიხარია. იცით, რომ ტრავმები დიდხანს მაწუხებდა. ასეთ დროს კი ნორმალურ რიტმში დაბრუნება რთულია. იმისთვის, რაც დღეს მოედანზე ვაჩვენე, ძალიან ბევრი ვიშრომე".
მანჩესტერ იუნაიტედი-რედინგი 2:1
გოლები: 1:0 ნანი (69), 2:0 ერნანდესი (72), 2:1 მაკანუფი (81)
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, სმოლინგი, ვიდიჩი, ჯონსი (43. ნანი), ბიუტნერი, ანდერსონი (83. კერიკი), კლევერლი, იანგი (64. ვან პერსი), ვალენსია, ერნანდესი, უელბეკი
რედინგი: ფედერიჩი, კელი, მორისონი, მარიაპა, შორი, ლიგერტვუდი (63. გატრი), კარაჯანი, მაკანუფი, მაკლირი (71. რობსონ-კანუ), ჰანტი, ლე ფონდრე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი: მასობრივი არეულობის აღსაკვეთად სპეცდანაყოფი გამოიძახეს [VIDEO]