"მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორი დევიდ გილი გადადგება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი ამ ზაფხულს თანამდებობიდან გადადგება.

უფრო ზუსტად, ეს 30 ივნისს მოხდება. არავინ აკონკრეტებს, რა არის გილის გადადგომის მიზეზი.

დევიდ გილი "მანჩესტერ იუნაიტედში" 1997 წლიდან მოღვაწეობს. სხვათა შორის, ის ისევ კლუბში გააგრძელებს საქმიანობას, მაგრამ ხელმძღვანელ პოსტზე აღარ იქნება.

კლუბში არ აკონკრეტებენ, მაგრამ ფაქტია, რომ გილს საფეხბურთო ჩინოვნიკობა უფრო მასშტაბური კუთხით სურს - ის უკვე არის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მაისში კი უეფას აღმასკომის არჩევნებია და დევიდს გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში.

ასევე იხილეთ:
"რეალისა" და
"მანჩესტერის" ბოსების სადილი დიდ მატჩამდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული