ნეიმარი "მანჩესტერ სიტის" დარჩება?

AutoSharing Option
მართალია, ნეიმარის შეძენის უმთავრეს ფავორიტად "ბარსელონა" ითვლება, მაგრამ "მანჩესტერ სიტიში" დარწმუნებულნი არიან, რომ აჯობებენ კატალონიურ გრანდს.

ინგლისურ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ინგლისისა და ბრაზილიის ნაკრებების ამხანაგური მატჩისას "უემბლიზე" "სიტის" შეფებმა ფერან სორიანომ და ჩიკი ბეგირისტაინმა მოლაპარაკება გამართეს ნეიმარის წარმომადგენელთან.

6 თებერვალს "სიტის" დირექტორებს გარკვეული პროგრესისთვის მიუღწევიათ მოლაპარაკებაში - ნეიმარი მანჩესტერულ კლუბს დაახლოებით 57 მილიონი ევრო დაუჯდება.

21 წლის ნეიმარს "სანტოსის" მაისურით 138 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი. ეროვნულ ნაკრებში მან 28 მატჩში უკვე 17 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ნეიმარი: მესი,
რონალდო, ინიესტა და ჩავი სულ სხვა დონეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული