- ჩვეულებრივ, რომელ საათზე იღვიძებთ?
- ცხრის ნახევრისთვის.
- პირველად რა სვამთ?
- ჭიქა წყალს.
- საუზმეზე რას მიირთმევთ?
- იოგურტს, ბანანსა და კრუასანს.
- კითხულობთ თუ არა გაზეთებს?
- არა.
- ვარჯიშზე წასვლამდე რამეს თუ აკეთებთ?
- შხაპს ვიღებ და კბილებს ვიხეხავ.
- სახლიდან ბაზამდე მისასვლელად რა
- დაახლოებით 35 წუთი. გააჩნია, რამდენად დატვირთულია ტრასა.
- რომელი ავტომობილი გყავთ?
- BMW3.
- მანქანაში მუსიკას უსმენთ?
- დიახ, მუსიკის მოსმენა ძალიან მიყვარს. მაქვს რამდენიმე საყვარელი რადიოარხი და საყვარელი სიმღერების კოლექცია აიპოდზე.
- ვარჯიშზე ერთ-ერთი პირველი მიდიხართ თუ ერთ-ერთი უკანასკნელი?
- ალბათ, ერთ-ერთი პირველი.
- ვარჯიშის დაწყებამდე რამე განსაკუთრებულ პროცედურას ხომ არ ატარებთ გასახურებლად?
- არა, უბრალოდ, ინტენსიურად ვხურდები.
- ამ პროცესში ყველაზე მეტად რა გიყვართ?
- ძალიან მიყვარს დავალებები, რომელიც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ითხოვს.
- გუნდში ყველაზე მეტად ვინ არის მონდომებული?
- მე ვიტყოდი, რომ მიკელ არტეტა.
- ჩვეულებრივ, ვისთან ერთად მიირთმევთ სადილს?
- გააჩნია, ვინ აპირებს საჭმელად წასვლას. ყველასთან ერთად სიამოვნებით დავდივარ.
- საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ პირდაპირ სახლში მიდიხართ?
- ხანდახან ჩემს საყვარელ იტალიურ რესტორან "რადლეტში" მივდივარ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბაზაზე არ ვჭამ. უფრო ხშირად კი პირდაპირ სახლისკენ მივემართები.
- როგორც წესი, სახლში რას აკეთებთ?
- რამდენიმე საათი, უბრალოდ, ვისვენებ და ტელევიზორს ვუყურებ.
- საღამოს რომელ საათზე ჭამთ?
- 7-ზე.
- და რითი ხართ დაკავებული ამის მერე?
- ვხვდები მეგობრებს, ტელევიზორს ვუყურებ ან კინოში მივდივარ.
- ძილის წინ უკანასკნელს რას აკეთებთ?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ალბათ, კბილებს ვიხეხავ.
- რომელ საათზე წვებით?
- საღამოს 11-ზე.
- დაწოლის შემდეგ წიგნს კითხულობთ, მუსიკას უსმენთ თუ მალევე გეძინებათ?
- შეიძლება ნოუთბუქში შევძვრე და ინტერნეტში რაღაცები ვათვალიერო, თუმცა მაქსიმუმ 1 საათით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯენკინსონს თოფი უნდა