ბლიც-ინტერვიუ: ერთი დღე კარლ ჯენკინსონის ცხოვრებიდან

AutoSharing Option
"არსენალის" საკლუბო ჟურნალმა კარლ ჯენკინსონთან ინტერვიუ შემოგვთავაზა. 21 წლის მარჯვენა მცველი გულშემატკივრებს შორის განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ფინეთსა და ინგლისს შორის არჩევანი უკანასკნელზე შეაჩერა და "სამი ლომის" ღირსების დაცვა გადაწყვიტა.

- ჩვეულებრივ, რომელ საათზე იღვიძებთ?
- ცხრის ნახევრისთვის.

- პირველად რა სვამთ?
- ჭიქა წყალს.

- საუზმეზე რას მიირთმევთ?
- იოგურტს, ბანანსა და კრუასანს.

- კითხულობთ თუ არა გაზეთებს?
- არა.

- ვარჯიშზე წასვლამდე რამეს თუ აკეთებთ?
- შხაპს ვიღებ და კბილებს ვიხეხავ.

- სახლიდან ბაზამდე მისასვლელად რა
დრო გჭირდებათ?
- დაახლოებით 35 წუთი. გააჩნია, რამდენად დატვირთულია ტრასა.

- რომელი ავტომობილი გყავთ?
- BMW3.

- მანქანაში მუსიკას უსმენთ?
- დიახ, მუსიკის მოსმენა ძალიან მიყვარს. მაქვს რამდენიმე საყვარელი რადიოარხი და საყვარელი სიმღერების კოლექცია აიპოდზე.

- ვარჯიშზე ერთ-ერთი პირველი მიდიხართ თუ ერთ-ერთი უკანასკნელი?
- ალბათ, ერთ-ერთი პირველი.

- ვარჯიშის დაწყებამდე რამე განსაკუთრებულ პროცედურას ხომ არ ატარებთ გასახურებლად?
- არა, უბრალოდ, ინტენსიურად ვხურდები.

- ამ პროცესში ყველაზე მეტად რა გიყვართ?
- ძალიან მიყვარს დავალებები, რომელიც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ითხოვს.

- გუნდში ყველაზე მეტად ვინ არის მონდომებული?
- მე ვიტყოდი, რომ მიკელ არტეტა.

- ჩვეულებრივ, ვისთან ერთად მიირთმევთ სადილს?
- გააჩნია, ვინ აპირებს საჭმელად წასვლას. ყველასთან ერთად სიამოვნებით დავდივარ.

- საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ პირდაპირ სახლში მიდიხართ?
- ხანდახან ჩემს საყვარელ იტალიურ რესტორან "რადლეტში" მივდივარ. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბაზაზე არ ვჭამ. უფრო ხშირად კი პირდაპირ სახლისკენ მივემართები.

- როგორც წესი, სახლში რას აკეთებთ?
- რამდენიმე საათი, უბრალოდ, ვისვენებ და ტელევიზორს ვუყურებ.

- საღამოს რომელ საათზე ჭამთ?
- 7-ზე.

- და რითი ხართ დაკავებული ამის მერე?
- ვხვდები მეგობრებს, ტელევიზორს ვუყურებ ან კინოში მივდივარ.

- ძილის წინ უკანასკნელს რას აკეთებთ?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ალბათ, კბილებს ვიხეხავ.

- რომელ საათზე წვებით?
- საღამოს 11-ზე.

- დაწოლის შემდეგ წიგნს კითხულობთ, მუსიკას უსმენთ თუ მალევე გეძინებათ?
- შეიძლება ნოუთბუქში შევძვრე და ინტერნეტში რაღაცები ვათვალიერო, თუმცა მაქსიმუმ 1 საათით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯენკინსონს თოფი უნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული