ანდერსონი - ბედნიერი ბრაზილიელი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი "ოლდ ტრეფორდზე" უკვე მე-6 წელია, თამაშობს.

"პორტუდან" ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე პლეიმეიკერის სახელით წამოვიდა, რისი დასტურიც იყო მასში გადახდილი 17 მილიონი ფუნტი. მისდა საუბედუროდ, "ეშმაკებში" მან დღემდე ვერ მოახერხა იმ პოტენციალის ჩვენება, რასაც ფლობს. ფეხბურთელი სირთულეებზე ლაპარაკს არ გაურბის, მაგრამ აცხადებს, რომ ბრიტანული პრესის ბრალდება, თითქოს ის რამდენჯერმე ცდილობდა "იუნაიტედიდან" გაქცევას, სიმართლეს არ შეესაბამება. ანდერსონმა ინტერვიუ საკლუბო არხს მისცა.

- რაც ჩემზე იწერება, არ არის მართალი. ვინც მიცნობს, ყველამ იცის,
რომ მანჩესტერში ბედნიერი ვარ. ტრავმები მუდმივად მაწუხებდა, მაგრამ ღიმილი არასოდეს შემიწყვეტია. გუნდისთვის, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. თუკი ოდესმე წასვლას გადავწყვეტ, ჯერ ალექს ფერგიუსონს დაველაპარაკები. მასთან პრობლემა ნამდვილად არ მაქვს.

"იუნაიტედიდან" როცა მიდიხარ, არჩევანი, სად შეიძლება განაგრძო კარიერა, ძალიან ცოტაა, რადგან ამ კლუბის დონე ძალიან მაღალია. "იუნაიტედში" ტიტულებს აუცილებლად მოიგებ. მაგალითად, მე პრემიერლიგა უკვე სამჯერ მაქვს მოგებული, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, წაგებული მაქვს ამ ტურნირის ფინალიც და ამ დროს მე ყოველთვის გუნდთან ერთად ვიყავი.

"იუნაიტედში" ექვსი წელია, ვთამაშობ, მაგრამ ვაღიარებ, რომ მაინც მიჭირს. დიახ, ამ გუნდში თამაში ძალიან ძნელია. ჩვენთან ბევრმა უმაღლესი კლასის ფეხბურთელმა ვერ ითამაშა, მაგალითად, ხუან ვერონმა, კლებერსონმა. მე კი, როცა აქ გადმოვედი, ძალიან პატარა ვიყავი და გუნდში ისეთი ფეხბურთელი დამხვდა კონკურენტი, როგორიც პოლ სქოულზი იყო. ცხადია, ამიტომაც შემექმნა პრობლემები. თუმცა პირველ სეზონში ასე თუ ისე გავუმკლავდი გამოწვევებს. მეორეში დროდადრო ვთამაშობდი, აი, შემდეგ კი ტრავმების ეპიდემია დამეწყო.

როცა არაფერი მაწუხებს, ვიცი, რა დონეზეც შემიძლია თამაში. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა ორ ნაბიჯს წინ ვდგამ და მერე პრობლემების გამო სამით უკანდახევა მიწევს
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: როგორ ფერზე შეიღებება მანჩესტერი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული