პაულო დი კანიო ქურდობაში ეჭვმიტანილია

AutoSharing Option
ამას წინათ ინგლისური "სუინდონ თაუნის" მწვრთნელობიდან 44 წლის პაულო დი კანიო გადადგა. მასთან ერთად გუნდიდან წავიდნენ ასისტენტები ფაბრიციო პიკარეტი და დომენიკო დუარდო.

წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვების მიზეზად მძიმე ფინანსური სიტუაცია დაასახელა, თუმცა ახლა თავად მოუწევს, ბრალდებას უპასუხოს.

"სანი" წერს, რომ დი კანიო და მისი ასისტენტები ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. კლუბის პრეს-ოფისის ცნობით, იტალიელები 21 თებერვალს, ღამის პირველ საათზე შეიპარნენ კლუბის ოფისში და ხელს ნივთები გააყოლეს. ეს ყველაფერი ოფისში დამონტაჟებულ კამერებს გადაუღიათ. პაულო დი კანიო ამასთან დაკავშირებით კომენტარზე უარს ამბობს.

ასევე იხილეთ:

პაოლო დი კანიო: მსურს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული