წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვების მიზეზად მძიმე ფინანსური სიტუაცია დაასახელა, თუმცა ახლა თავად მოუწევს, ბრალდებას უპასუხოს.
"სანი" წერს, რომ დი კანიო და მისი ასისტენტები ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. კლუბის პრეს-ოფისის ცნობით, იტალიელები 21 თებერვალს, ღამის პირველ საათზე შეიპარნენ კლუბის ოფისში და ხელს ნივთები გააყოლეს. ეს ყველაფერი ოფისში დამონტაჟებულ კამერებს გადაუღიათ. პაულო დი კანიო ამასთან დაკავშირებით კომენტარზე უარს ამბობს.
პაოლო დი კანიო: მსურს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდე