პრემიერლიგა. XXVII ტური: ლიდერების სტატუს-კვო [VIDEO]

AutoSharing Option
სანტის დუბლი
"არსენალმა" უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო. დედაქალაქურმა გუნდმა ჯერ ასოციაციის თასზე დაასრულა გამოსვლა, ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლის გასაგრძელებლად კი მიუნხენში ისეთი სასწაული სჭირდება, ევროპაში თითზე ჩამოსათვლელ გუნდებს რომ შეუძლიათ ამაზე ოცნება.

"მეთოფეებს" ისღა დარჩენიათ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მაინც ჩაეჭიდონ. სამწუხაროდ, არც ამ შემთხვევაშია ყველაფერი მათზე დამოკიდებული. არსენ ვენგერის გუნდს ევროასპარეზზე გადაღლილი შემადგენლობით მოუხდა "ასტონ ვილასთან" დაპირისპირება.

მასპინძლებმა უპირატესობა მალევე ჩაიგდეს ხელთ და ის თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ, თუმცა ანგარიშზე ეს არ ასახულა. სანტი კასორლამ დუბლით "ემირიტსი"
კიდევ ერთი იმედგაცრუებისგან იხსნა.

ესპანელმა პირველად "ვილას" უკანახაზელების დაბნეულობით ისარგებლა, მეორედ კი ნაჩო მონრეალის ფლანგური გადაცემა გადაგზავნა კარში ახლო მანძილიდან. სტუმართა გოლს რაც შეეხება, ვოიცეხ შჩესნის მორიგი უხეში შეცდომა რომ არა, ის ნამდვილად არ გავიდოდა.

VideoSportall.Ge
არსენალი - ასტონ ვილა 2:1


ბრძოლა პოლუსებს შორის
"ლოფტუს როუდზე" ჩემპიონატის ლიდერი ბოლოადგილოსან "ქუინზ პარკს" სტუმრობდა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება ხოლმე, "დიდ კაცთან პატარა კაცსა არ გაუვიდა მართალი". "იუნაიტედს" შეეძლო, ყველაზე ცოტა, 4-5-ბურთიანი სხვაობით მოეგო ეს თამაში. ერთმანეთზე უკეთესი მომენტები ვერ გამოიყენეს ხავიერ ერნანდესმა, რობინ ვან პერსიმ და რაიან გიგზმა (ხარიხას გაარტყა).

ანგარიში ულამაზესი დარტყმით გაიხსნა. ვან პერსიმ ფლანგზე რამდენიმე მცველი გააბითურა და ჟულიო სეზარს ახლო კუთხეში დაურტყა. ბრაზილიელმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მოიგერია, მაგრამ მისდა ბედად, ის რაფაელს მიუვიდა, ვინც დაუმუშავებლად დასცხო შორეულ მაღალ კუთხეში.

მეორე ტაიმში კი ნანიმ გიგზი მეკარესთან პირისპირ დატოვა. ლეგენდარულ უელსელს "ეშმაკების" მაისურით 931-ე შეხვედრაში 168-ე ბურთის გატანა არ გასჭირვებია.

"რეინჯერებს" 90 წუთის განმავლობაში ერთადერთი შანსი ჰქონდათ გასატანად. ახლად გამოჯანმრთელებულ ლოიკ რემის დავიდ დე ხეამ ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმა აუღო.

VideoSportall.Ge
ქპრ - მანჩესტერ იუნაიტედი 0:2


გადადებული იუბილე
მოქმედმა ჩემპიონმა "ჩელსისთან" მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დამაჯერებლად იმარჯვა და დედაქალაქურ გრანდს ვერცხლის მედალი კი არა, ბრინჯაოც საეჭვო გაუხადა. "ტოტენჰემი"  დერბიში წარმატების შემთხვევაში "ჩელსის" ერთი პოზიციით ჩააჩოჩებს. "პენსიონერებს" "ეტიჰადზე" მოგებაც შეეძლოთ, თუმცა 0:0-ზე ჯო ჰარტმა საჯარიმოში დაშვებული უხეში შეცდომა თავად გამოასწორა და ფრენკ ლამპარდს ლამაზ ნახტომში პენალტი აუღო.

"ქალაქელებს" პეტრ ჩეხის კართან უამრავი მომენტი ჰქონდათ. მარტო პირველ 20 წუთში მათ 3 ბურთის გატანა მართებდათ. იაია ტურეს გოლი უფრო ინდივიდუალური ოსტატობის წყალობა იყო, კარლოს ტევესს კი ხელი დავიდ სილვამ გაუმართა.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ სიტი - ჩელსი 2:0


პრემიერლიგა. XXVII ტური

17 თებერვალი
ლივერპული-სუონსი 5:0

ფულჰემი-სტოკ სიტი 1:0
გოლი: 1:0 ბერბატოვი (45+1)
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე – სიდუელი, კარაგუნისი (81. ბერდი), დაფი (86. ემანუელსონი), დეჟაგა – ბერბატოვი (90. პეტრიჩი), რუისი
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი – კემერონი (51. ჯერომი), ჰუთი, შოუკროსი, უილსონი – უელანი, ნზონზი, შოტონი, ეთერინგტონი (24. ში) – უოლტერსი, კრაუჩი (70. კ. ჯონსი)
გაფრთხილება: რუისი – ნზონზი, უილსონი, შოუკროსი
კარში დარტყმა: 15-7 (5-2) კუთხური: 9-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 5-10 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 25 458

არსენალი-ასტონ ვილა 2:1
გოლები: 1:0 კასორლა (6), 1:1 ვაიმანი (68), 2:1 კასორლა (85)
არსენალი (4-1-4-1): შჩესნი – ჯენკინსონი (76. პოდოლსკი), მერტეზაკერი, ვერმალენი, მონრეალი – არტეტა – უილშირი, დიაბი (61. რემსი), კასორლა, უოლკოტი (90. კოშელნი) - ჟირუ
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი – ლოუტონი, კლარკი, ბეიკერი, ჯ. ბენეტი – ვესტვუდი (73. ელ-აჰმადი), დელფი – ნზოგბია (82. დოუკინსი), აგბონლაჰორი, ვაიმანი - ბენტეკე
გაფრთხილება: დიაბი – ლოუტონი, დელფი
კარში დარტყმა: 17-5 (10-3) კუთხური: 12-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 7-10 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 60 079

ნორვიჩი-ევერტონი 2:1
გოლები: 0:1 ოსმანი (39), 1:1 კამარა (84), 2:1 ჰოლტი (90)
ნორვიჩი (4-4-2): ბენი – რ. მარტინი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო – ჰულაჰანი (73. პიკლინგტონი), ბ. ჯონსონი, სნოდგრასი, ჰოუსონი – ბეკიო (58. კამარა), ჰოლტი
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი – კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი – ოსმანი, გიბსონი, ფელაინი, ნეისმიტი, პიენაარი (86. ოვიედო) – იელავიჩი (78. მირალიაში)
გაფრთხილება: ჰოლტი - ბეინსი
კარში დარტყმა: 4-7 (2-2) კუთხური: 7-5 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 5-6 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 26 828

ქუინზ პარკი-იუნაიტედი 0:2
გოლები: 0:1 რაფაელი (23), 0:2 გიგზი (80)
ქუინზ პარკი (4-2-3-1): ჟ. სეზარი – ბოსინგვა, ჰილი, სამბა, ტრაორე – გრანერო (46. ჯენასი), მბია – ტაუსენდი (73. ჰოილეტი), ტაარაბტი, მაკი – ზამორა (61. რემი)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა – რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა – კერიკი, გიგზი, ნანი, იანგი (68. ვალენსია) – ერნანდესი (61. რუნი), ვან პერსი (41. უელბეკი)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 8-12 (1-8) კუთხური: 2-4 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 11-6 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 18 337

რედინგი-უიგანი 0:3
გოლები: 0:1 კონე (44), 0:2 კონე (45), 0:3 ფიგეროა (48)
რედინგი (4-5-1): ფედერიჩი – კელი, მორისონი, მარიაპა, ჰარტი – კარაჯანი (72. მაკლირი), ლიგერტვუდი, აკპანი (46. ლე ფონდრე), კებე (63. ჰანტი), მაკანუფი - პოგრებნიაკი
უიგანი (3-5-2): ალ ჰაბსი – კოლდუელი, ფიგეროა, შარნერი – მაკარტი, მაკარტური, ბოისი (83. ალკარასი), ბოსეჟური, მელონი – კონე, დი სანტო (76. გომესი)
გაფრთხილება: ლიგერტვუდი – ბოისი
გაძევება: პოგრებნიაკი (55) -
კარში დარტყმა: 6-9 (3-5) კუთხური: 2-9 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 2-3 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 22 321

ვესტ ბრომ-სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 ლუკაკუ (35-პენ), 2:0 ლუკაკუ (75), 2:1 სესინიონი (80)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი – რიდი, ოლსონი, მაკაული, რიჯუელი – მულუმბუ, იაკობი, ბრანტი, მორისონი (85. ფორჩუნი) – ლუკაკუ (88. ოდემვინგი), ლონგი (66. დორანსი)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე – გარდნერი, ოში, ბრამბლი, ნდიაიე – კოლბეკი, ლარსონი (77. დ. ვონი), სესინიონი, ა. ჯონსონი (77. მაკლინი) – გრემი, ს. ფლეტჩერი
გაფრთხილება: ლუკაკუ, მორისონი - ბრამბლი
კარში დარტყმა: 12-6 (3-2) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 12-11 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 25 924

სიტი-ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 ი. ტურე (63), 2:0 ტევესი (85)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი – საბალეტა, ნასტასიჩი, კ. ტურე, კლიში – როდუელი (54. ტევესი), ხ. გარსია – დ. სილვა (90. ლესკოტი), მილნერი, ი. ტურე – აგუერო (90. ნასრი)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი – ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, ე. კოული – მიკელი (81. ტორესი), ლამპარდი (68. მოზესი) – რამირესი, მატა, აზარი (69. ოსკარი) - ბა
52-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა ფრენკ ლამპარდმა
გაფრთხილება: როდუელი, კ. ტურე, საბალეტა - რამირესი
კარში დარტყმა: 11-4 (6-1) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 19-5 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 47 256

ნიუკასლი-საუთჰემპტონი 4:2
გოლები: 0:1 შნაიდერლინი (3), 1:1 სისოკო (33), 2:1 სისე (42), 2:2 ლამბერტი (50), 3:2 კაბაი (67), 4:2 ჰოიველდი (79ს.კ-ში)
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი – დებუში, კოლოჩინი (45. იანგა-მბივა), ს. ტეილორი, სანტონი – ტიოტე, კაბაი (77. პერჩი) – გუფრანი (87. ანიტა), სისოკო, ხონასი - სისე
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი – კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი, შოუ (57. ფოქსი) – კორკი, შნაიდერლინი – ლალანა, ს. დევისი (63. გ. რამირესი), როდრიგესი (81. პანჩეონი) - ლამბერტი
გაფრთხილება: - როდრიგესი, შოუ, იოშიდა, რამირესი
კარში დარტყმა: 12-7 (7-3) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 15-14 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 52 259

25 თებერვალი
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 00:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 18 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)

მომდევნო ტური

2 მარტი
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-რედინგი, იუნაიტედი-ნორვიჩი, საუთჰემპტონი-ქუინზ პარკი, სტოკ სიტი-ვესტ ჰემი, სანდერლენდი-ფულჰემი, სუონსი-ნიუკასლი, უიგანი-ლივერპული

3 მარტი
ტოტენჰემი-არსენალი

4 მარტი
ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: აქ იმისთვის არ ვარ, რომ წავაგო [VIDEO]
რაიან გიგზი: კარგ ფორმაში ვიმყოფებით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული