პრემიერლიგა. XXVII ტურის შეჯამება: ინგლისური ფეხბურთის უელსური ფერები

AutoSharing Option
უქმეებზე ინგლისური ფეხბურთის მთავარი მოვლენა პრემიერლიგის XXVII ტური კი არა, ლიგის თასის ფინალი იყო, სადაც "სუონსიმ" "ბრედფორდს" 5:0 მოუგო. უკანასკნელად უელსური კლუბის, კონკრეტულად "კარდიფ სიტის", ანალოგიური გმირობა 1927 წლით თარიღდებოდა. თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა. ჩვენ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ.

ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა როგორც ლიდერთა, ისე აუტსაიდერთა შორის. "მანჩესტერ სიტიმ" იოლად აღკვეთა "ჩელსის" მცდელობა, ჩართულიყო მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს საქმე ახლა ბევრად უფრო რთულად აქვს, რადგან "ტოტენჰემმა" "ვესტ ჰემთან" დერბის მოგების წყალობით "ჩელსი" მეოთხე ადგილამდე ჩამოაქვეითა.

ზემოთ ხსენებული
ორივე თამაში ლოგიკურად დასრულდა, რაშიც გულშემატკივარი ნამდვილად დაგვეთანხმება. "ეტიჰადზე" "სიტის" უპირატესობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ მას ორი თანაბარძალოვანი გუნდის დაპირისპირებას ვერავინ დაარქმევდა. სწორედაც რომ არასტაბილური თამაშია "ლურჯების" თაყვანისმცემელთა უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი.

რაფა ბენიტესის
ხელმძღვანელობით, "ჩელსი" კარგს შეხვედრებს ჩავარდნებს უნაცვლებს და ამით რა შედეგსაც აღწევს, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. რომან აბრამოვიჩისთვის რამდენად გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ანდრე ვილაშ ბოაშის ამჟამინდელ გუნდთან ჩამორჩენა, ამის წარმოდგენა თქვენთვის მოგვინდვია. ჩვენ მხოლოდ ერთს დავწერთ: რაფა ბენიტესმა საკუთარ თავს ამ შეხვედრაში განაჩენი გამოუტანა.

ზემოთ ჩემპიონატის აუტსაიდერები ვახსენეთ: "უიგანმა" მოულოდნელად "რედინგს" გასვლაზე 3:0 სძლია და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. რობერტო მარტინესის გუნდმა შარშან ცოტა უფრო გვიან წამოიწყო საფინიშო სპურტი, რომლის წყალობითაც პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. შესაძლოა, ესპანელმა სიურპრიზები წელსაც შემოგვთავაზოს.

ბომბარდირები
19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
18 - ლუის სუარესი (ლივერპული)
15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)
12 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (ვესტ ბრომვიჩი)

ასისტენტები
9 - ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ხუან მატა (ჩელსი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
8 - თეო უოლკოტი (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი)
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), დემიენ დაფი (ფულჰემი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ჟან ბოსეჟური (უიგანი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

გოლი+პასი
26 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 19+7
22 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 18+4
19 - ხუან მატა (ჩელსი) – 10+9, თეო უოლკოტი (არსენალი) 11+8
17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 10+7, ლუკას პოდოლსკი (არსენალი) – 8+9, მიგელ მიჩუ (სუონსი) – 15+2, სანტი კასორლა (არსენალი) - 11+6, სტივენ ჯერარდი (ლივერპული) – 8+9

გაფრთხილებები
8 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ლუის სუარესი (ლივერპული), მეტიუ ლოუტონი (ასტონ ვილა)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. ხუან მატა (ჩელსი)
3. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი)
4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
5. სანტი კასორლა (არსენალი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
270 მატჩი
190 მოგება
80 ფრე
137 მშრალად შენახული კარები
25 უგოლო მატჩი
771 გოლი
6 ჰეთ თრიკი
48 პენალტი
24 ჯარიმა
139 თავით
560 ფეხით (+სხვა)
2.86 საშუალო შედეგიანობა
35 ავტოგოლი
517 ფეხბურთელი
25.9 საშუალო ასაკი
336 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
833 ყვითელი ბარათი
32 წითელი ბარათი
9 გაძევება ორი ყვითლით
23 გაძევება წითელი ბარათით

ტურის მწვრთნელი
პრემიერლიგის XXVII ტური უჩვეულოდ, ოთხ დღეზე გადანაწილდა. მიზეზი ლიგის თასის ფინალი იყო. "სუონსიმ" და "ლივერპულმა" ერთმანეთში 17 თებერვალს ითამაშეს. "გედებმა" "ენფილდზე" შესუსტებული შემადგენლობა გამოიყვანეს და პირწმინდად განადგურდნენ. უელსელებს მერსისაიდში 12 შეხვედრაში 9 წაგება და 3 ფრე დაუგროვდათ.

მასპინძელს ცოტა დააკლდა, 1990 წლის ლიგის თასის შედეგი კინაღამ გაიმეორა. 23 წლის წინ "ლივერპულმა" 8 უპასუხო გოლი გაიტანა. მცირე ისტორიულ ექსკურსს "სუონსის" ყოფილი დამრიგებლის, ბრენდან როჯერსის ფაქტორი დაუმატეთ და მიხვდებით, რომ მატჩი სულაც არ იყო ერთი რიგითი დაპირისპირება. ჩრდილოირლანდიელს მარტო ანგარიშის კი არა, პირველ რიგში, თამაშის ხარისხის გამო ვასახელებთ ტურის საუკეთესო მწვრთნელად. აი, რა თქვა გამარჯვებულთა 40 წლის თავკაცმა:

"ჩემი ფეხბურთელების თამაში დიდებული იყო. წარუმატებელი თამაშების შემდეგ დღეს სამი ქულის აღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა".

ტურის გმირი
გარეთ ბეილს ბოლო 8 ტურში 9 გოლი აქვს გატანილი. პრემიერლიგაში "ტოტენჰემის" უკანასკნელი 7 ბურთიდან 6 მის ანგარიშზეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 23 წლის უელსელის მხრებზე გადადის ტვირთის მთელი სიმძიმე. მისი დამსახურებაა, რომ "დეზები" მიმდინარე სეზონში პირველად გადავიდნენ მესამე ადგილზე.

ერთადერთი, ვინც ბეილის განსაკუთრებულ წვლილს არ აღიარებს, თავად უელსელი ვარსკვლავია: "მთავარია, რომ ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვღებულობ. გუნდი ფანტასტიკურად გამოიყურება და ამის გამოა ჩემი თამაში ისეთი ეფექტური, როგორიც არის. "ვესტ ჰემთანაც" ძალიან კარგად ვითამაშეთ. მომდევნო ტურში "არსენალთან" გველის დაპირისპირება. მისი მნიშვნელობა ყველას გვესმის. არსენ ვენგერს ძლიერი გუნდი ჰყავს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლომდე იბრძოლოს".

ტურის სიმბოლური ნაკრები. ლელოს ვერსია

Sportall.Ge

მომდევნო ტური

2 მარტი
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-რედინგი, იუნაიტედი-ნორვიჩი, საუთჰემპტონი-ქუინზ პარკი, სტოკ სიტი-ვესტ ჰემი, სანდერლენდი-ფულჰემი, სუონსი-ნიუკასლი, უიგანი-ლივერპული

3 მარტი
ტოტენჰემი-არსენალი

4 მარტი
ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXVII ტური: ლიდერების სტატუს-კვო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული