2012 წლის მაისში რომან აბრამოვიჩს ყველაზე დიდი ოცნება აუხდა, როცა მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში იმარჯვა. ტრიუმფი ნამდვილად არ შედგებოდა, რომ არა რობერტო დი მატეო.
42 წლის იტალიელისა და მისი ბედნიერი შეგირდების ფოტოებმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა "ჩელსის" სტადიონსა და მუზეუმში. 26 თებერვალს კი "დეილი მეილის" ჟურნალისტმა ნილ ეშტონმა
"ჩელსის" წარმომადგენელთა თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ დი მატეო გუნდში უკვე აღარ მუშაობს. ფიცის შეიძლება იწამო კიდეც, რომ არა დიდიე დროგბას, ჟოზე ბოსინგვას, რაულ მეირელეშისა და სხვათა ფოტოები, რომლებიც ტრიბუნის კედლებს ჯერ კიდევ ამშვენებს.
პრესსამსახურის მტკიცებით, დი მატეოს საწინააღმდეგო კლუბში რომ არაფერი აქვთ, ამაზე ისიც მოწმობს, რომ რობერტო ასოციაციის თასით ხელში სტადიონის სხვა ნაწილზეა გამოსახული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აბრამოვიჩმა დი მატეო ტორესის გამო გააგდო? რა ელის ბენიტესს?