ტოტენჰემი-არსენალის წინ: სანტი კასორლა - კვირის მატჩი დერბიზე მეტია

AutoSharing Option
მსოფლიოში ალბათ არც ერთ სხვა ქალაქს არ ჰყავს იმდენი საფეხბურთო კლუბი, როგორც ლონდონს. ბრიტანეთის დედაქალაქში რეგისტრირებულია 42 პროფესიული თუ არაპროფესიული სტატუსის მქონე საფეხბურთო ორგანიზაცია. მათ შორის ორი დერბი ყველასგან გამორჩეულია. ლაპარაკია "ვესტ ჰემი"-"მილუოლისა" და "ტოტენჰემი"-"არსენალის" დაპირისპირებებზე. მათ შორის განსაკუთრებული მტრობა იმითი შეიძლება აიხსნას, რომ პირველი წყვილი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს, მეორე - ჩრდილოეთს.

კვირას, 3 მარტს, "უაით ჰართ ლეინზე" დიდი მატჩია. მესამეადგილოსანი "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის მებრძოლ "არსენალს" მასპინძლობს. ცხრილში გუნდებს ერთმანეთს 9 ქულა აშორებს. ცხადია, ეს გარემოება "მეთოფეებისთვის"
დამატებითი მოტივატორია. " დეზებს" კი ის აცოფებთ, რომ "მოსისხლე მტერთან" ბოლო ორი დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით, 2:5 წააგეს.

შეხვედრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ხაზის გასმა ფეხბურთელებს არ სჭირდებათ. განსაკუთრებით ეს სანტი კასორლას ეხება, ვინც გულშემატკივარმა პირველ წრეში "ტოტენჰემთან" ეფექტური თამაშის შემდეგ საბოლოოდ მიიღო თავისიანად და შეიყვარა. აი, რას ამბობს 28 წლის ესპანელი პლეიმეიკერი:

"კვირას გამარჯვება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება და მხოლოდ იმიტომ არა, რომ ჩრდილოლონდონური დერბია. 3 ქულას განსაკუთრებულ ფასს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა სძენს. ჩვენი მიზანია ოთხეულში მოხვედრა და შესაბამისად, იქიდან რომელიმე კონკურენტის გამოდევნა. ფეხბურთელებს ეს ყველაფერი მშვენივრად გვესმის და იმედი მაქვს, ამოცანას წარმატებით გავართმევთ თავს. ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდებული თამაში გაიმართება.

პირველ წრეში თავად ვიგრძენი დერბის განსაკუთრებულობა. იქამდე მსგავსი რამ არასოდეს განმეცადა. იყო ამ ყველაფრის ნაწილი - ეს ფანტასტიკური გრძნობაა. ნოემბერში ადებაიორის გაძევებამ ამოცანა ძალიან გაგვიადვილა, რადგან მეტოქეს შეტევაში წასვლის საშუალება აღარ ჰქონდა. კარგად მახსოვს, რამდენად ბედნიერები იყვნენ თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები. იმედია, ისინი ანალოგიურ განწყობაზე იქნებიან კვირასაც"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სანტი კასორლა: ვიდრე ინგლისში გადმოსვლას გადავწყვეტდი, დავიდ სილვას შევეხმიანე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული