რაიან გიგზი: უბერებელი უელსელი

AutoSharing Option
1 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედმა" რაიან გიგზს ახალი, ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა - 39 წლის ვეტერანი კიდევ ერთი წლით დარჩება ინგლისურ გრანდში.

"ბრწყინვალე განწყობაზე ვარ, ახლა ყველაზე მეტად ვტკბები ჩემი ფეხბურთით და რაც ყველაზე მთავარია, გუნდისთვის ტვირთი არ ვარ, ჯერ კიდევ შემიძლია დახმარება", - განაცხადა რაიანმა.

სერ ალექსმა კი თქვა: "რა უნდა ვთქვა ახალი რაიანის შესახებ, მასზე ხომ ამდენი თქმულა. გიგზი უდიდესი ფეხბურთელი და პიროვნებაა. ხვალ ის კარიერაში მეათასე მატჩს ითამაშებს. არა მგონია, ვინმემ მოახერხოს
ეს კიდევ თანამედროვე ფეხბურთში
".

სიმბოლურია, რომ...
* ეს მოხდა ლეგენდარული უელსელის დებიუტიდან 22 წლის თავზე - პირველად "მანჩესტერის" მაისურა მან 19921 წლის 2 მარტს მოირგო.
* 2013 წლის 2 მარტს კი გიგზი "ნორვიჩთან" კარიერაში მე-1 000 მატჩს ითამაშებს.

40-იანთა კლუბი
რაიან გიგზი 23 ნოემბერს 40 წლის გახდება, ის იუბილეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელად შეხვდება და შეუერთდება პრემიერლიგის 40-იანელთა კლუბს, რომელშიც სულ ორი კაცია: ტედი შერინგემი (40 წ, 268 დღე) და გორდონ სტრაჩანი (40 წ, 87 დღე).

ლეგენდა ციფრებში
* 931 მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედში", 168 გოლი.
* მას "მანჩესტერში" 149 თანაგუნდელი ჰყავდა, რომლებიც 1957 და 1995 წლებს შუალედში არიან დაბადებულები.
* რაიან გიგზი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 16 სეზონში მოახერხა გოლის გატანა.
* პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორი რაიანია - 127.

Sportall.Ge
სერ ალექსის გადაწყვეტილებით, 2014 წლის ივლისიდან 23-ნომრიან მაისურას "მანჩესტერ იუნაიტედში" აღარავინ ჩაიცვამს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული