ალექს ფეგიუსონმა შინჯი კაგავა შეაქო [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ნორვიჩთან" (4:0) პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩზე ისაუბრა.

შოტლანიდელმა სპეციალისტმა შინჯი კაგავა გამოჰყო, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა.

"კაგავა კარგად ამთავრებს შეტევებს. მისი მეორე და მესამე გოლი ბრწყინვალე იყო, ხოლო პირველი გოლის დროს, მან დაამტკიცა, რომ ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის.

ნათელია, რომ ის ჩვეულ ფორმას იბრუნებს. მომდევნო სეზონში კაგავა უფრო სასარგებლო იქნება და უკეთ ითამაშებს",
- თქვა ფერგიუსონმა.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - ნორვიჩი 4:0


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული