29 წლის ევრა „იუნაიტედთან“ ახალ, ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და გამოვა, რომ მანჩესტერის კლუბს რუნისთვის მომდევნო ხუთ
მარცხენა მცველს ახლანდელი კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა, დაგეგმილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გუნდში უკვე 33 წლის ასაკამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ თავად ევრაც არ მალავს, რომ „იუნაიტედში“ თავს შესანიშნავად გრძნობს და ყველაფერს უახლოეს ორ-სამ კვირაში დაუსვამს წერტილს. ფრანგი კლუბის შეთავაზებული პირობებით კმაყოფილია.
ის, რომ ევრა „მანჩესტერ იუნაიტედისადმი“ დიდი ერთგულებით გამოირჩევა რამდენიმე დღის წინაც დამტკიცდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუნის „იუნაიტედში“ დარჩენა ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. ფეხბურთელი წასვლაზე ფიქრობდა, როდესაც ფრანგმა თქვა, კაცი, რომელიც თანაგუნდელებს არ ენდობა ჩვენთან თამაშის ღირსი არ არისო. მისმა ასეთმა ნათქვამმა „იუნაიტედის“ ფანებს გული მოფხანა, რადგან სწორედ იმ დღეებში მათ თანაქალაქელი „სიტი“ აღიზიანებდა – ისტლენდელები რუნის გადაბირებას ცდილობდნენ.
ახლა, ზოგადად, სახელფასო საქმეებს გადავხედოთ: გასულ სეზონში ჯიბეზე ხელის გაკვრაში პრემიერლიგის კლუბებიდან ყველას სწორედ „მანჩესტერ სიტიმ“ აჯობა – 133 მილიონი გადაიხადა, რაც „ჩელსის“ სახელფასო ფონდზე მეტი აღმოჩნდა. ამასობაში, მოგეხსენებათ, საქმეში უეფაც ჩაერია და გამოაცხადა, რომ „ფეარ პლეი“ ფულის გადახდაშიც საჭიროა – სწორედ ამის გათვალისწინებით დათვალა თავისი შემოსავალ-გასავალი „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ და აღმოაჩინა, რომ ის ჯამაგირებში წლიური ბრუნვის ნახევარზე ნაკლებს ხარჯავს. ამიტომაც მიეცა კლუბის აღმასრულებელ შეფს დევიდ გილს იმედი და თამამად განაცხადა, რომ „სიტის“ პატრონი შეიხი მანსური მას ვერ გააკოტრებს. კერძოდ, გილმა თქვა:
„კონკურენტების არ გვეშინია. რაც სახალხო კომპანია გავხდით, წესად გვაქვს, რომ ჩვენი სახელფასო ხარჯი წლიური ბრუნვის ნახევრის ტოლი ან ნაკლები უნდა იყოს. ამიტომაც გვწამს, რომ შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი ვარსკვლავები შევიძინოთ და შევინარჩუნოთ. ასეთი გახლავთ ჩვენი მოდელი, ისე კი ამ საქმეს ყველა თავისებურად უდგება“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"