ორი ვენგერი: გუშინ და დღეს

AutoSharing Option
"არსენალის" მიმართ ყატარისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხების ინტერესის შესახებ უკვე ვწერდით. აზიელი ნავთობმაგნატები ჩრდილოლონდონურ კლუბში 1,5 მილიარდი ფუნტის გადახდას აპირებდნენ. რიგ წყაროებს თუ ვენდობით, არაბული კონსურციუმის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასამართავად ლონდონსაც ეწვივნენ, მაგრამ კლუბის მთავარი აქციონერების, ამერიკელი სტენ კროენკესა და რუსი ალიშერ უსმანოვისგან აქციების დათმობაზე წინდაწინ უარი მიიღეს. არსენ ვენგერმა ინფორმაციას თავისებური ინტერპრეტაცია გაუკეთა და განაცხადა:

"ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თუკი არსებობენ ბიზნესჯგუფები, რომლებიც მზად არიან, კლუბში ამხელა თანხა დააბანდონ, ეს ერთადერთ რამეს მოწმობს, რომ "არსენალი" განვითარების
სწორ გზას ადგას. თუმცა პირადად მე მსგავს საკითხებს არ ვწყვეტ. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს დირექტორები, აქციონერები და კლუბის სხვა მესაკუთრეები მიხედავენ".

ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა 63 წლის სპეციალისტს 2008 წლის შემოდგომაზე "არსენალის" ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემული ინტერვიუ გაახსენეს, სადაც ფრანგი შეიხებსა და "არსენალში" დიდი ფულის ჩადების პერსპექტივაზე სულ სხვა ტონში ლაპარაკობდა. აი, რას ამბობდა მაშინ ვენგერი: "არსენალი" ფინანსურად დამოუკიდებელია. ჩვენ ვახერხებთ, რომ დოტაციას კი არ ვითხოვთ მესაკუთრეებისგან, თავად ვშოულობთ წარმატებული ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრებს. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება აბრამოვიჩები და არაბი შეიხები. "არსენალი" მომავალს იმედის თვალით შეჰყურებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: აქ იმისთვის არ ვარ, რომ წავაგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული