"ბარსელონას" დანიელ აგერი და თომას ვერმალენი სურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" უმთავრესი პრობლემა დაცვის ხაზში რომ არის, უკვე ცხადზე ცხადია. კატალონიური გრანდი კარს "მშრალად" პრიმერას სუსტ გუნდებთანაც ვერ ინარჩუნებს. ვეტერანი კაპიტანი კარლეს პუიოლი ხშირად ტრავმიანობს და ვერც საუკეთესო ფორმაშია. ვერც სხვები ბრწყინავენ.

ამიტომაც, "დეილი მეილის" ინფორმაციით, "ბარსელონამ" დაცვის ხაზის გამაგრება ინგლისიდან გადაწყვიტა.

"ბარსელონამ" თვალი "ლივერპულის" მცველ დანიელ აგერსა (28 წლის) და "არსენალის" კაპიტან თომას ვერმალენს (27) დაადგა. აგერში გასულ ზაფხულს "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" 20 მილიონ გირვანქა სტერლინგზეც უარი უთხრა. "ბარსას" "დორტმუნდის" მცველი მატს ჰუმელსი სურდა, მაგრამ გერმანელები მას დიდ ფასს
ადებენ. ამიტომ ყურადღება აგერზე შეაჩერეს.

"ბარსელონა" ვერმალენის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქას იხდის და თუ ეს ტრანსფერი შედგა, "ბარსა" "არსენალს" ბოლო 6 სეზონში მესამე კაპიტანს წაართმევს (ტიერი ანრის და სესკ ფაბრეგასის შემდეგ).

ასევე იხილეთ:
"ლივერპულმა" დანიელ აგერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული