"რეალთან" მატჩის არბიტრ ჩიუნიეთ ჩაქირს გამოუცდელს ძნელად თუ უწოდებ. სხვა თუ არაფერი, 36 წლის მსაჯი მესამე სეზონია, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ემსახურება. ამას გარდა, ის ევრო 2012-ზეც მუშაობდა, სადაც ესპანეთი-პორტუგალიის 1/2-ფინალური მატჩი განსაჯა. კუნძულელებს, ზოგადად, დეტალებში ჩაღრმავება სჩვევიათ, როცა საქმე მათ ეხება.
სწორედ მათ აღმოაჩინეს და შაქირს ბრალად წაუყენეს, რომ მას ძალიან არ უყვარს ინგლისური გუნდები. თურქმა არბიტრმა 2011 წლის მარტში "მანჩესტერ სიტის" იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი კიევის "დინამოს" მაკედონიელი მცველის, გორან პოპოვის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევა (მიზეზი მაშინაც გაშლილი
გრემ პოლი განმარტავს
ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა "დეილი მეილის" ფურცლებზე წარსულში სახელგანთქმულ ინგლისელ არბიტრ გრემ პოლს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება სთხოვეს. აი, რა თქვა 49 წლის ვეტერანმა არბიტრმა:
- ჩიუნიეთ ჩაქირი გამოცდილი და ავტორიტეტული არბიტრია, თუმცა მის გადაწყვეტილებას პირადად მე მაინც ვერ გავიზიარებ. მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი. პირველი ტაიმი მან, პრაქტიკულად, იდეალურად ჩაატარა. ფეხბურთელებს ბურთი ხელზე ორჯერ მოხვდათ, მაგრამ მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
ვიმეორებ, პირველი 45 წუთი კარგად იმსაჯა. 59-ე წუთზე კი წითელი ბარათი გამოიყენა. ინგლისში სიტყვა უხეშობა ფეხბურთში გვესმის, როგორც წინასწარ განზრახული მოქმედება. ფეხბურთელი ბურთს ხედავს, მაგრამ მაინც უხეშობს, რომ ის ხელში ჩაიგდოს. მე, როგორც ინგლისელი, აღნიშნულ მომენტში არბიტრის ხელში მაქსიმუმ ყვითელ ბარათს ველოდი და ძალიან გამიკვირდა ის, რაც დავინახე.
შეხვედრის შემდეგ ბევრ ავტორიტეტულ მსაჯს ველაპარაკე, რათა მათი შეფასება მომესმინა. ჩემი კოლეგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩაქირი მართალი იყო. მათი პოზიცია იდეალურად განმარტა როი კინმა, ვინც თქვა, რომ მსგავს სიტუაციებში მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელის ქმედება გამიზნული იყო თუ არა.
დამიჯერეთ, ჰოვარდ ვებმა იცის, რომ შეცდა, როცა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ნაიჯელ დე იონგი არ გააძევა. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ორი მომენტის შედარება შეუძლებელიც არის. არბიტრების უმრავლესობა სპეციალურ სემინარებს ესწრება, რომლებსაც პიერლუიჯი კოლინა ატარებს. იტალიელის აზრით, მსგავსი გამოხდომები ფეხბურთში უნდა ამოიძირკვოს. ჩაქირს ალბათ სწორედ ეს შეგონებები უტრიალებდა გონებაში.
ჩაქირი და ცოტა იუმორი
"გარდიანის" ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის გულშემატკივარმა ქალაქ ბინგჰემიდან "რეალთან" შეხვედრის მიმდინარეობისას პოლიციის ცხელ ხაზზე დარეკა, "ოლდ ტრეფორდზე" მომხდარი "დანაშაულის" შესახებ მოახსენა და ეჭვმიტანილი ჩიუნიეთ ჩაქირის დაკავება მოითხოვა. მოგვიანებით ის ისევ დაუკავშირდა 999-ის სამსახურს და უაზრო გამოხდომისთვის ბოდიში მოიხადა.
გაგიკვირდებათ და...
სხვათა შორის, როი კინის პოზიციას იზიარებს "დეილი მეილის" მკითხველთა დიდი ნაწილიც (66%) - მათი აზრითაც, მსაჯი მართალი იყო, როცა ნანი გააძევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მანჩესტერი-რეალის გამოხმაურება: შენ ჩაქრი, ჩაქირ!
"მარკამ" "მანჩესტერი"-"რეალის" მატჩის არბიტრს მსაჯობისთვის ორიანი დაუწერა