პრემიერლიგა. XXIX ტურის წინ: ნამდვილი გამოცდა გამძლეობაზე

AutoSharing Option
პრემიერლიგის XXIX ტური ასოციაციის თასის 1/4-ფინალური ეტაპის გამო სერიოზულად "დაზარალდა", რადგან ამ ტურნირს ჩემპიონატის უძლიერესი 4-დან 3 გუნდი შემორჩა. ამას დაუმატეთ მეოთხე უმაღლესლიგელი "ევერტონიც". თუმცა უქმეებზე მაინც გაიმართება ლიდერთა ჯგუფის (ლივერპული-ევერტონი), საშუალო ამბიციების მქონეთა (ვესტ ბრომვიჩი-სუონსი) და აუტსაიდერთა (რედინგი-ასტონ ვილა) შეხვედრები.

აუტსაიდერთა იმედები
"ქუინზ პარკი" ისევ სასწაულის იმედად არის. ჩემპიონატის ამ ეტაპზე ბოლო ადგილზე მყარად მომჯდარი გუნდებიდან გავარდნას ჯერ არავინ გადარჩენია - ამას გვეუბნება სტატისტიკა, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ციფრები და გათვლები არ არის. "რეინჯერებმა" წინა ტურში ერთ-ერთ კონკურენტს სძლიეს გასვლაზე,
ახლა მათ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა სჭირდებათ "სანდერლენდთან", გუნდთან, ვისაც ბოლო ხუთი თამაშში სულ რაღაც 2 ქულა აქვს.

"რედინგისა" და "ასტონ ვილას" ბოლოდროინდელ წარუმატებელ სერიებში ის სხვაობაა, რომ სტუმარი გრანდებთან ("არსენალი" და "მანჩესტერ სიტი") დამარცხდა, მასპინძელმა კი ერთი თამაში უშულო კონკურენტს ("უიგანი") დაუთმო და ბრძოლა პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ძალიან გაირთულა. რა შეიძლება მოხდეს ამჯერად, წინასწარ ამის თქმა ძალიან რთულია.

"ნორვიჩმა" ჩემპიონატის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაინაღდა ადგილი ელიტურ ლიგაში და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კრის ჰიუტონის გუნდს მისი ღირსეულად ჩამთავრებაღა აღელვებს. "საუთჰემპტონს" კი ამოცანა ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვს და წესით ის უფრო მოტივირებული უნდა იყოს. დღევანდელი მატჩის წინ მეტოქეებს განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არ აწუხებთ.

თასის მფლობელის წინააღმდეგ
"ვესტ ბრომვიჩისა" და "სუონსის" დაპირისპირება თვე-ნახევრის წინ ბევრად უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევდა, რადგან ეს გუნდები ევროპალიგის საგზურის პრეტენდენტებად მიიჩნეოდნენ. "გედებმა" ფანჯარა ევროპაში ლიგის თასის მოგებით გაჭრეს და ჩემპიონატში ისინი უკვე შეძენილი სახელის დასაცავად იბრძვიან. რაც შეეხება სტივ კლარკის გუნდს, მან ბოლო ხუთ შეხვედრაში სამჯერ წააგო, თანაც პრემიერლიგის წამყვან გუნდებთან და ამით პრაქტიკულად აღიარა, რომ კლასით მასზე აღმატებულ გუნდებთან ჭიდაობა არ შეუძლია.

კვირას მოედანზე პირველად "ნიუკასლი"-"სტოკ სიტის" წყვილი გამოვა. ტონი პულისის გუნდს 2013 წელს საქმეები ძალიან ცუდად მისდის, 8 ტურში 6-ჯერ დამარცხდა, 1 ფრედ ითამაშა და 1 მოიგო. სტეფორდშირელებმა ეს 4 ქულა ჩემპიონატის აუტსაიდერებთან მოიპოვეს. სწორედ ამიტომ გვგონია, რომ მათ არც ტაინსაიდში ელით კარგი დღე, მით უფრო, რომ დაცვის ცენტრში გუნდს დისკვალიფიცირებული რობერტ ჰუთი აკლია.

ტურის მთავარი სათქმელი
წელსაც, შარშანდელი სეზონის მსგავსად, როცა ვლაპარაკობთ "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" წყვილზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალთა ბალანსში ძალიან ბევრი რამაა შეცვლილი. "დეზები" ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის იბრძვიან, მაშინ როცა "წითლები" მეტისმეტად არასტაბილურად ასპარეზობენ და ჩემპიონთა ლიგის კი, არა, ევროპა ლიგის საგზურიც არ აქვთ განაღდებული. ლონდონელები "ინტერის" განადგურების შემდეგ დაღლილები არიან და თუ ტრიუმფის წყალობით ძალების მოზღვავებას გრძნობენ, ამას უშუალოდ მატჩი გვიჩვენებს. წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მასპინძლებს წინა ორი ტურის გამეორება ("სუონსი" 5:0, "უიგანი" 4:0) ნამდვილად არ გამოუვათ. ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდი მეტოქის ამის უფლებას ნამდვილად არ მისცემს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIX ტური

9 მარტი
ნორვიჩი-საუთჰემტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონ რადი, ენდრიუ სერმანი, ალექსანდერ ტეტი – დენიელ ფოქსი, ადამ ლალანა
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +16=14-18 (63-70)

ქუინზ პარკი-სანდერლ. 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ენდრიუ ჯონსონი, ტალ ბენ ჰაიმი, ბობი ზამორა, ჟულიო სეზარი – დენი როუზი, ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +5=6-10 (24-30)

რედინგი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: პაველ პოგრებნიაკი - ფაბიან დელფი
ტრავმა: ადამ ფედერიჩი, ჯიმი კებე, ალექს მაკარტი, ჯეისონ რობერტსი – რონ ვლაარი, რიჩარდ დანი, დარენ ბენტი, მარკ ოლბრაიტონი, სტილიან პეტროვი, გარი გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1=0-5 (7-12)

ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 19:00
ტრავმა: შეინ ლონგი, ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა – ნილ ტეილორი, ჩიკო ფლორესი, დარნელ შიტუ
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=1-6 (13-18)

10 მარტი
ნიუკასლი-სტოკ სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტიმ კრული, ფაბრისიო კოლოჩინი, პაპის სისე, რაიან ტეილორი, ჰარის ვუკჩიჩი, სტივ ჰარპერი – მაიკლ ოუენი, მეტიუ ეთერინგტონი
დისკვალიფიკაცია: - რობერტ ჰუთი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +28=14-19 (101-73)

ლივერპული-ტოტენჰემი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფაბიო ბორინი, მარტინ კელი, ჯონ ფლენაგანი - კლინტ დემპსი, იუნეს კაბული, ტომ ჰადლსტოუნი, აარონ ლენონი, ემანუელ ადებაიორი, რანიერ სანდრო
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 142 თამაში: +64=36-42 (219-165)

16 აპრილი
არსენალი-ევერტონი
ფულჰემი-ჩელსი გადაიდო
მანჩესტერ სიტი-უიგანი გადაიდო
ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი გადაიდო

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 21 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული