უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონმა არათუ უარყო პრობლემები უეინ რუნისთან ურთიერთობაში, არამედ განაცხადა, რომ აპირებს ფორვარდს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ ხმები რუნის გუნდიდან წასვლაზე მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ფერგიუსონმა ის "რეალთან" გადამწყვეტ მატჩში სასტარტოში არ დააყენა.

"არავითარი პრობლემა რუნის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არაა. როცა დრო მოვა, ამ კონტრაქტს აუცილებლად გავაფორმებთ. "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის საუკეთესო ფეხბურთელებს არ დაკარგავს. რუნი ახლა შედის საუკეთესო წლებში. შარშან მან ჩემთვის 32 გოლი გაიტანა, წელს ტრავმების მიუხედავად, 14", - განაცხადა სერ ალექსმა.

71 წლის მწვრთნელმა გაბრაზებით აღნიშნა,
რომ ჭორი თითქოს ის 27 წლის ფეხბურთელს ვარჯიშებზე საერთოდ არ ელაპარაკება "საზიზღრობაა, ის მე და რუნის შეურაცხყოფას გვაყენებს".

ასევე იხილეთ:
სერ ალექს ფერგიუსონი: სიტყვას გაძლევთ, უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული