"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალმა ვარსკვლავმა "ლიდსის" ფანებს შუათითი უჩვენა

AutoSharing Option
"კრისტალ პალასის" 20 წლის ფორვარდი უილფრდ ზაჰა ზაფხულიდან შეუერთდება "მანჩესტერ იუნაიტედს". შაბათს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავისებურად "გამოიჩინა თავი".

"კრისტალ პალასი" 2:2 ეთამაშა "ლიდს იუნაიტედს". მართალია, ზაჰას გოლი არ გაუტანია, მაგრამ მას შეურაცხმყოფელი შეძახილებით "ლიდსის" გულშემატკივრებმა მოაბეზრეს თავი.

ცნობილია, რომ "ლიდსის" და "მანჩესტერის" ქომაგებს განსაკუთრებით არ უყვართ ერთმანეთი. ფანებს არც ზაჰა დარჩა ვალში და მათ შუათითი აჩვენა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანების უდიდესი ნაწილი აღფრთოვანებულია. ისინი ამბობენ, რომ ზაჰამ შესანშნავი მოთელვა გაიარა, თუმცა არა გვგონია, ასევე აღფრთოვანდეს მომავალი შეგირდის საქციელით სერ ალექს ფერგიუსონი ან
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი" 20 წლის ზაჰაში 20 მილიონ ევროს იხდის




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული