ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი: ბელგიელი ედენ აზარის გენიალური სოლო [VIDEO]

AutoSharing Option
"უიგანი" ძალიან უცნაურად "იქცევა". რობერტო მარტინესის გუნდმა სტუმრად უკანასკნელი სამი შეხვედრა მიყოლებით მოიგო და თანაც ყველა 3-3 ბურთის სხვაობით - "ჰადერსფილდი" 4:1 (ასოციაციის თასის V ეტაპი), "რედინგი" 3:0 (პრემიერლიგის XXVII ტური). ამ გმირობებს უქმეებზე "ათლეტებმა" იმავე ასოციაციის თასის 1/4-ფინალში "გუდისონ პარკზე" სენსაციური გამარჯვებაც დააყოლეს დესერტად.

სამაგიეროდ, ისინი XXVIII ტურში შინ "ლივერპულთან" 4:0 დამარცხდნენ.

"უიგანმა" მეტოქე 4 წუთში ჩააგდო ნოკდაუნში. მათ ანგარიშის გახსნა ჯერ კიდევ მეინორ ფიგეროას გოლამდე შეეძლოთ, როცა შონ მელონიმ ბურთი ძელს მოარტყა. მერსისაიდელთა მეკარე იან მუხამ ტიმ ჰოვარდი
ღირსეულად ვერ შეცვალა.

პირველი გოლისას სლოვაკი კალუმ მაკმანამანთან ("ევერტონის" სკოლის აღზრდილი) ჭიდაობას გადაჰყვა და ჰონდურასელის თავური გამოეპარა. მერე ზეგამოცდილი ფილ ნევილი შეცდა, როცა მაკმანამანი მეკარესთან პირისპირ დატოვა. საბოლოო ანგარიში ხორდი გომესმა საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით დააფიქსირა.

"მანჩესტერ სიტისა" და "ბარნსლის" მატჩზე კი სათქმელი ბევრი არაფერია. "ეტიჰადზე" შეხვედრის სცენარის გამოცნობა წინასწარ შეიძლებოდა.

მასპინძელმა 20-ჯერ დაარტყა ლუკ სტილის კარის მიმართულებით და აქედან 12-ჯერ ზუსტად. ასე რომ, შეიძლებოდა ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო.

შეხვედრის გმირმა კარლოს ტევესმა, ჰეთ თრიკის გარდა, ალექსანდარ კოლაროვსაც გაატანინა.

"თასის ფინალში გასასვლელად მომდევნო მეტოქის ძლევაც დაგვჭირდება. არ ვიცი, ვისთან მოგვიწევს დაპირისპირება, "იუნაიტედთან", "ჩელსისთან" თუ "უიგანთან", მაგრამ 1/2-ფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს. კარლოს ტევესმა შეცვლა თავად მთხოვა, ტრავმა არაფერ შუაშია. ის, ალბათ, ცოტა დაღლილი იყო. მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან მომავალშიც განაგრძოს შედეგიანი ასპარეზობა. მისი დახმარება სეზონის დასკვნით ეტაპზე ძალიან დაგვჭირდება. მაისის მერე რა მოხდება, ნამდვილად არ ვიცი, ჩვენთან მას კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს
", - განუცხადა კლუბის ვებგვერდს რობერტო მანჩინიმ.

ხელიდან გაშვებული შანსები
"ოლდ ტრეფორდზე" შუა კვირაში ევროტურნირებზე შერცხვენილი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "იუნაიტედში" 14 წლის შემდეგ პირველად ალაპარაკდნენ ტრებლზე, მაგრამ "რეალთან" მომდევნო ეტაპის საგზური დათმეს. "ჩელსი" კი ევროპალიგაზე ბუქარესტში "სტიაუასთან" დამარცხდა.

შეუძლებელია ამტკიცო, ამ ეტაპზე რომელ ბანაკშია უფრო მძიმე ფსიქოლოგიური განწყობა. მასპინძელს, 75 ათასი ადამიანის მხარდაჭერის გარდა, ისიც უნდა დახმარებოდა, რომ მან მეტოქეზე 48 საათით მეტი დაისვენა.

თავიდან ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა, როგორც სერ ალექს ფერგიუსონი გეგმავდა: "ეშმაკებმა" მეტოქე კუთხეში მიიწყვდიეს და 11 წუთში ორი ბურთი გაუტანეს.

განსაკუთრებით პირველი გოლი უნდა გამოვყოთ. მაიკლ კერიკმა გენიალური 40-მეტრიანი პასი გაუკეთა ხავიერ ერნანდესს. მეორე გოლისას კი უეინ რუნის საჯარიმოს "ჩელსის" დაცვამ ალღო ვერ აუღო. შეცდა პეტრ ჩეხიც და ბურთი ბადეში გაეხვია.

ზეწოლა მეტოქეზე პირველი ტაიმის ბოლომდე გაგრძელდა. თავის გამოჩენის 1-2 შანსი სტუმარსაც ჰქონდა, მაგრამ ვერც დემბა ბამ და ვერც ფრენკ ლამპარდმა დავიდ დე ხეას ვერაფერი დააკლეს.

ძნელი წარმოსადგენი იყო, მეორე ნახევარში რამე რადიკალურად შეცვლილიყო, მაგრამ ეს მაინც მოხდა. შეცვლაზე შესულმა ედენ აზარმა მატჩის ულამაზესი ეპიზოდი პირადად შექმნა. ბურთი მეტოქის საჯარიმოს კუთხესთან მიიღო, ოდნავ გაისწორა და "იუნაიტედის" კარის "ცხრიანში" გაახვია. ბელგიელი, უბრალოდ, ფანტასტიკური იყო.

რამირესმა 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ამჯერად ყველაფერი პროზაული იყო: ბრაზილიელმა "ჩელსის" კონტრშეტევა დააგვირგვინა. ახლა ეს გუნდები "სტემფორდ ბრიჯზე" გაარკვევენ ნახევარფინალისტის ვინაობას.

"მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. ბოლო წუთზე დე ხეამ მატას მშვენიერი დარტყმა აუღო. ასე რომ, გამარჯვებაც შეგვეძლო. ახლა ჩვენ მეორე თამაშზე მოგვიწევს ფიქრი და მხოლოდ მისი მოგების შემდეგ - მომდევნო მეტოქეზე", - განაცხადა პრესკონფერენციაზე "ჩელსის" თავკაცმა რაფა ბენიტესმა.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - ჩელსი 2:2


ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი
ევერტონი-უიგანი 0:3
გოლები: 0:1 ფიგეროა (30), 0:2 მაკმანამანი (32), 0:3 გომესი (33)
ევერტონი: მუხა, კოულმენი, დისტენი, ჰეიტინგა, ბეინსი, ოსმანი, ნევილი (46. ანიჩებე), პიენაარი, მირალიაში (79. ბერკლი), ფელაინი (67. გიბსონი), იელავიჩი
უიგანი: ჯოელი, ფიგეროა, ალკარასი (90. გოლობარტი), შარნერი, ბოისი, მაკარტი, ბოსეჟური, გომესი, მაკმანამანი (40. მიაიჩი - 72. მაკარტური), კონე, მელონი
მაყურებელი: 35 068

სიტი-ბარნსლი 5:0
გოლები: 1:0 ტევესი (11), 2:0 კოლაროვი (27), 3:0 ტევესი (31), 4:0 ტევესი (50), 5:0 დ. სილვა (65)
სიტი: პანტილიმონი, საბალეტა, კ. ტურე, ლესკოტი, კოლაროვი, ბარი, ი. ტურე, ნასრი (53. სინკლერი), დ. სილვა (66. რაზაკი), ტევესი (76. მილნერი), ჯეკო
ბარნსლი: სტილი, ვაისმანი, ფოსტერი, კრეინი, კენედი, ტანკლიფი, პერკინსი, ეტუჰუ (53. ობრაიენი), ცივკა (53. მელისი), დაგნალი (52. სკოტლანდი), ჰეირვუდი
მაყურებელი: 46 728

მილუოლი-ბლექბერნი 0:0
მილუოლი: ფორდე, დანი, ბივერსი, შიტუ, ლოური, ტროტერი, სმიტი, მაკგუზანი, კ. ტეილორი, კიო, ჰალსი
ბლექბერნი: კინი, ა. ჰენლი (37. ორი - 48. დ. დანი), ს. დანი, გ. ჰენლი, მ. ოლსონი - პედერსენი, ლოუი, დ. ბენტლი, კინგი (87. ნ. გომეში), ბესტი, ჯ. როუდსი
მაყურებელი: 14 885

იუნაიტედი-ჩელსი 2:2
გოლები: 1:0 ერნანდესი (5), 2:0 რუნი (11), 2:1 აზარი (59), 2:2 რამირესი (68)
იუნაიტედი: დე ხეა, რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა, კერიკი, კლევერლი, ნანი (ვალენსია 45), კაგავა (76. უელბეკი), რუნი, ერნანდესი (62. ვან პერსი)
ჩელსი: ჩეხი, ასპილიკუეტა, კეჰილი, დ. ლუისი, კოული, რამირესი, ლამპარდი (52. მიკელი), მოზესი (52. აზარი), ოსკარი, მატა, ბა (77. ტორესი)
მაყურებელი: 75 196

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყველა ფერგიუსონის გადაწყვეტილებას ელის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული