ბრენდან როჯერსი: "ლივერპულმა" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "ტოტენჰემთან" გამარჯვების შემდეგ აღფრთოვანებულმა ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ. საეჭვოა, ცოტა ხნის წინ მსგავსი მატჩი ჩვენ სასარგებლოდ დაგვესრულებინა; ახლა კი ვაჩვენეთ თავდადება და ის, რომ ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია.

ჩემმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ, დიდებულად ითამაშეს ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.

საერთოდ, თამაშს ჩვენ უფრო უკეთ ვაკონტროლებთ ხოლმე, ვიდრე ეს დღეს შევძელით. ამის გამო მეორე ტაიმის დასაწყისში კორექტივების შეტანა და გუნდის სამ ნახევარმცველზე გადაწყობა დაგვჭირდა.

ეს ჩვენთვის უდიდესი გამარჯვება იყო და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც ამ შედეგისთვის არაფერი
დაიშურეს", - აქვეყნებს როჯერის ნათქვამს Sky Sports.

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში "ტოტენჰემის" ძლევის (3:2) შემდეგ მერსისაიდელებმა 45 ქულას მოუყარეს თავი და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე აინაცვლეს. "ტოტენჰემი" კი 54 ქულით მესამეა.

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. XXIX ტური: მახვილი ზურგში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული