„არსენალი“ რუს ვარსკვლავთან ანდრეი არშავინთან ახალ კონტრაქტზე აპირებს მოლაპარაკებას. არშავინს კვირაში 80 ათას ფუნტს შესთავაზებენ და თითქოს მასაც რა უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო, მაგრამ არის ერთი დეტალი: ჩრდილო ლონდონელები ფეხბურთელს დამატებით მხოლოდ ერთწლიან თანამშრომლობას სთავაზობენ.
„მეთოფეთა“ თავკაცი არსენ ვენგერი არშავინის საკითხის მოგვარებას ჩქარობს, სურს, რომ იანვრამდე ყველაფერი დასრულებული იყოს. საამისოდ მოთამაშის აგენტთან დენის ლეჩტერთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა „ემირეიტზე“ 30 წელს მიტანებული ფეხბურთელის დიდი ხნით დაბევებაც არ უნდათ. აქ, გასაკვირი არაფერია, რადგან ვენგერს კარგა ხანია პოლიტიკა აქვს ასეთი: 30 წელს გადაცილებულ
შეგახსენებთ, რომ რუსი ვარსკვლავი „არსენალში“ 2009 წლის იანვარში სანკტ პეტერბურგის „ზენიტიდან“ 15 მილიონი ფუნტის საფასურად გადავიდა და სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მისთვის კვირაში 70 ათასი ფუნტის გადახდას ითვალისწინებდა. ახლა, ვენგერს განზრახული აქვს ფეხბურთელი თავისთან 2013 წლამდე დასტოვოს და კლუბის ერთ-ერთ ყველაზე დიდჯამაგირიან წევრად აქციოს.
„მეთოფეთა“ თავკაცს როგორც წესი ახალგარდა ფეხბურთელებზე უყვარს აქცენტის გაკეთება. მეტიც, ხანდახან მის ძირითად შემადგენლობაში მეტწილად უწვერული ჭაბუკები იყრიან თავს. ვენგერის ახალი იმედი 19 წლის ინგლისელი ჯეი ემანუელ-ტომასი გახლავთ. მწვრთნელი ამბობს:
„ჯეი ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობის კარზე ძალიან ძლიერად აკაკუნებს. ის საუცხოო თვისებებით დაჯილდოვებული ფეხბურთელია. მას არც მუშაობა ეზარება, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ფიზიკურად გაძლიერდეს და პრემიერლიგის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: როდესაც ჯეი ფიზიკურად საბოლოოდ მოძლიერდება, ის კარგი კი არა, დიდებული თავდამსხმელი იქნება.
ერთ რამეში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მას გოლის გატანის ალღო აქვს. ეს ისეთი ნიჭია, რომელსაც ვერანაირი წვრთნით ვერ გამოუმუშავებ. მას როგორც მარჯენა, ასევე მარცხენა ფეხით ეხერხება ბურთთან ურთიერთობა. კარში დარტყმა კი როგორც საჯარიმოს შიგნიდან, ასევე მის ფარგლებს გარედან მოუდის”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"