პრემიერლიგა. XXX ტურის წინ: კრიზისის ნიშნები და ორი წლის წინანდელი მტრობა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში ინგლისური კლუბების კრახის შემდეგ, პრემიერლიგის კრიზისზე უკვე ძალიან ბევრი იწერება. შესაბამისად, XXX ტურის წინ ფონი არცთუ სახარბიელოა.

საჩემპიონო რბოლა ინტრიგას პრაქტიკულად მოკლებულია.

სამაგიეროდ გუნდები გამალებით იბრძვიან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. ბოლო ტურებში აუტსაიდერთა გამოცოცხლების ფონზე კი ვითარება დაიძაბა ცხრილის ქვედა ნაწილშიც.

მიუხედავად ყველაფრისა, უქმეებზე გასამართი ორი ლონდონური დერბი და ტურის ცენტრალური მატჩი "ევერტონსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის, სათქმელს ჯერ კიდევ გვიტოვებს.

მთავარი სანახაობა
"ევერტონმა" "გუდისონ პარკზე" ბოლო თამაში ასოციაციის თასზე "უიგანთან" გამართა და საშვილიშვილო სირცხვილი ჭამა - 0:3. თუმცა
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოქმედ ჩემპიონებს დევიდ მოიესის გუნდთან იოლი გასეირნება ელით.

მერსისაიდელებმა დარჩენილ ტურებში მაქსიმალური შედეგი უნდა აჩვენონ, რათა ევროპალიგის საგზური ხელიდან არ გაუშვან.

"სიტის" ერთადერთი რამ დარჩა სანერვიულო: "ტოტენჰემი" და "ჩელსი" ახლოს არ გაიკაროს და ვიცე-ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნოს. ამ ბრძოლაში რობერტო მანჩინი და კომპანია ფავორიტები არიან.

მოიესსა და მანჩინის ერთმანეთთან საუკეთესო მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებთ. 2 წლის წინ "ეტიჰადზე" 2:0 დამარცხების შემდეგ იტალიელს ცოტა დააკლდა, ვიზავის ხელი რომ არ გაარტყა.

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს, "ლოფტუს როუდზე" შედგება. "ქუინზ პარკს" "ასტონ ვილა" სტუმრობს.

მასპინძლებს ჩემპიონატში სულ 4 შეხვედრა აქვთ მოგებული და აქედან 2 ზედიზედ. "რეინჯერები" თავგანწირვით იბრძვიან დასარჩენად და თუკი 16 მარტს 3 ქულას აიღებენ, ბოლო ადგილს თავს დააღწევენ, რადგან მასავით 23-ქულიანი "რედინგი" ამ ტურში განწირულია.

დიახ, "არისტოკრატებს" დროებითი დამრიგებლის თავკაცობით "ოლდ ტრეფორდზე" გავეშებულ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოუწევს შებმა.

"ეშმაკებს" ასეც და ისეც სეზონის უმთავრესი მიზანი მიღწეული აქვთ და ძალების მობილიზება "ჩელსისთან" ასოციაციის თასის მატჩისთვის მართებთ.

ზედიზედ მეოთხედ?
"საუთჰემპტონმა" "სიტისთან" გამარჯვების (3:1) შემდეგ ისევ "ჩაყვინთა". შაბათს მას "ლივერპულთან" მოუწევს დაპირისპირება, ვინც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის საუკეთესო ფორმაშია.

"წითლები" განსაკუთრებით შეტევაში გამოირჩევიან. "წმინდანების" უკანა ხაზი კი პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, რაც მერსისაიდელების წარმატების შანსებს ზრდის.

ლიგის თასის მფლობელი "სუონსი" "არსენალს" მიიღებს.

ოთხშაბათს "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგაში სასწაულთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოვარდნენ. "ბაიერნთან" 2:0-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არსენ ვენგერის გუნდის ჩამოწერა ნაადრევია.

ჩრდილოლონდონელებს დღესაც შეუძლიათ 3 ქულისთვის ბრძოლა.

მიკაელ ლაუდრუპის გუნდმა კი მიზანს უკვე მიაღწია - უელსური გუნდი პირველად ისტორიაში პრემიერლიგას ევროპაში წარადგენს.

ორი დერბის დღე
ლონდონში დიდი საფეხბურთო დღეა. "უაით ჰართ ლეინსა" და "სტემფორდ ბრიჯზე" ორი დერბი გაიმართება.

კლინტ დემპსის
დაპირისპირება ყოფილ კლუბთან ეჭვქვეშ დგას. ყოველ შემთხვევაში "დეზების" ამერიკელი ვარსკვლავის სახელი და გვარი პრემიერლიგის ვებგვერდზე ტრავმირებულთა შორის წერია.

ანდრე ვილაშ ბოაშის შეგირდებმა ერთი კვირის წინ "ენფილდზე" ალოგიკური მარცხი იწვნიეს. ამჯერად მათ წარმატების შესანიშნავი შანსი აქვთ. ოღონდ ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: "ტოტენჰემს" "ინტერთან" ევროპა ლიგაზე 120-წუთიანი თრილერი გადახდა თავს და ცხადია, მასპინძელთა ფიზიკურ კონდიციებზე ეს სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს.

ევროპა ლიგაზე ითამაშა "ჩელსიმაც" და საბოლოოდ, თანაქალაქელის მსგავსად, მანაც მოახერხა 1/4-ფინალში გაღწევა.

მასპინძელი გადაღლილია. სწორედ ამაზე აკეთებდა აქცენტს რაფა ბენიტესი "სტიაუასთან" შეხვედრამდე. დერბის შემდეგ სანაკრებო პაუზაა, მაგრამ ესპანელის შეგირდების უმრავლესობას დასვენება მაინც არ ეღირსება.

"ლურჯები" თუკი ჯერ კიდევ ახერხებენ გამარჯვებებს, მხოლოდ თავდადების ხარჯზე. მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ მობილიზება. იოლი დერბი ხომ ბუნებაში არ არსებობს.

პრემიერლიგა. XXX ტური
16 მარტი
ევერტონი-სიტი 16:45
ტრავმა: ტონი ჰიბერტი, ფილ იაგიელკა, ტიმ ჰოვარდი - მიკა რიჩარდსი, სისენანდო მაიკონი, ვენსწან კომპანი, სერხიო აგუერო, ჯეკ როდუელი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 155 თამაში: +57=40-58 (207-217)

ასტონ ვილა-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: რიჩარდ დანი, კარიმ ელ-აჰმადი, დარენ ბენტი, მარკ ოლბრაიტონი, სტილიან პეტროვი, კრის ჰერდი, გარი გარდნერი - არმან ტრაორე, ენდრიუ ჯონსონი, ადელ ტაარაბტი, ტალ ბენ ჰაიმი, ჟულიო სეზარი
დისკვალიფიკაცია: ფაბიან დელფი (ასტონ ვილა) -
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +12=9-16 (49-49)

საუთჰემპტონი-ლივერპული 19:00
ტრავმა: სტივენ დევისი, დანიელ ფოქსი - პეპე რეინა, ფაბიო ბორინი, მარტინ კელი, ჯო ალენი, ჯონ ფლენაგანი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 თამაში: +18=18-35 (79-110)

სტოკ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: მეტიუ ეთერინგტონი, კემერონ ჯერომი - სტივენ რიდი, შეინ ლონგი, ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა
დისკვალიფიკაცია: რობერტი ჰუთი (სტოკ სიტი) -
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 თამაში: +39=20-22 (132-100)

სუონსი-არსენალი 19:00
ტრავმა: ნილ ტეილორი, ჩიკო ფლორესი, ლეონ ბრიტონი, ლუკ მური, დარნელ შიტუ, კემი აგუსტიენი - ბაკარი სანია, ლუკას პოდოლსკი, ჯეკ უილშირი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=1-4 (13-10)

იუნაიტედი-რედინგი 21:30
ტრავმა: ფილ ჯონსი, ლუიშ ნანი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი - ადამ ფედერიჩი, ჯიმი კებე, ალექს მაკარტი, ჯეისონ რობერტსი
დისკვალიფიკაცია: - პაველ პოგრებნიაკი (რედინგი)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5=3-0 (16-10)

17 მარტი
სანდერლენდი-ნორვიჩი 17:30
ტრავმა: ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, ჯეიმს მაკლინი - ჯონ რადი, ანდრიუ სერმენი, ანტონი პიკლინგტონი, ალექსანდერ ტეტი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +9=4-13 (33-31)

ტოტენჰემი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: კლინტ დემპსი, იუნეს კაბული, რანიერ სანდრო - მაჰამადუ დიარა, კერიმ ფრეი, ნილ ეტერიჯი, ეიონგ ენო
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +27=14-8 (88-51)

ჩელსი-ვესტ ჰემი 20:00
ტრავმა: ორიოლ რომეუ, ოსკარი, ნათან აკე - ჯორჯ მაკარტი, კევინ ნოლანი, ჯეიმს ტომკინსი, მარკ ნოუბლი, ჯო კოული, დანიელ პოტსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 თამაში: +34=17-33 (138-135)

უიგანი-ნიუკასლი 20:00
ტრავმა: ჯოელ რობლესი, ანხელო ენრიკესი, რიო მიაიჩი, პაულ შარნერი - ტიმ კრული, ფაბრისიო კოლოჩინი, ჰატემ ბენ არფა, რაიან ტეილორი, ჰარის ვუკჩიჩი, სტივ ჰარპერი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6=2-6 (16-16)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული