"ლიდსის" მფლობელებს კლუბის გაყიდვა სურთ

AutoSharing Option
კომპანია Gulf Finance House-მა ბაჰრეინიდან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ინგლისური საფეხბურთო კლუბი "ლიდს იუნაიტედის" გაყიდვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ კლუბი სამი თვის წინ შეიძინა.

კომპანიის ასეთი გადაწყვეტილება მოგების მიღების სწრაფმა სურვილმა განაპირობა, რადგან წინა მფლობელისგან, კენი ბეიტსისგან კომპანიამ კლუბი შედარებით დაბალ ფასში იყიდა.

"ლიდს იუნაიტედი" Gulf Finance House-ის საკუთრება გასულ წლის 21 დეკემბერს 33 მილიონ დოლარად გახდა, რის შემდეგ მისი ფასი უმალვე 43 მილიონ დოლარად განისაზღვრა.

დაბალი ფასის მიზეზი კენი ბეიტსის მიერ ორგანიზაციის მოკლე ვადებში გაყიდვის სურვილი გახდა. ახალი მფლობელები კლუბის
გაყიდვას უახლოეს ნახევარ წელიწადში გეგმავენ.

ამ უქმეებზე "ლიდსი" "ჰადერსფილ ტაუნსთან" დამარცხდა და ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპში მეათე ადგილს იკავებს.

ფოტოზე: კენი ბეიტსი
მომზადებულია guardian.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული