"მანჩესტერ სიტი": იაია ტურე შარს ეძებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, "მანჩესტერ სიტის" 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი იაია ტურე კლუბისგან უახლოეს დღეებში ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონის დასრულების შემდეგ წასვლით იმუქრება.

პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი აფრიკელს კვირაში 220 ათას ფუნტს უხდის, რაც ინგლისში მხოლოდ სერხიო აგუეროსა და უეინ რუნის ანაზღაურებას ჩამორჩება. თუმცა ის ხელფასის მომატებას ან პირობების სხვაგვარად გაუმჯობესებას კი არა, კონტრაქტის ვადის გაგრძელებას ითხოვს. ამჟამად მოქმედი ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდეა ძალაში. იაია და მისი რუსი აგენტი დმიტრი სელიუკი "სიტისთან" რამდენიმე თვეა, ცდილობენ მოლაპარაკებების
დაწყებას, მაგრამ შეთანხმება არა და არ ხერხდება.

"ნამდვილად არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ "სიტის" იაია ტურეს შენარჩუნება სურს. თუკი შეთანხმება უქმეებზე მაინც შედგება, ჩემი კლიენტი "ეტიჰადზე" დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაისში ტრანსფერზე მუშაობას დავიწყებ. მართალია, "სიტიში" დიდ ხელფასს იხდიან, მაგრამ იაია თავის პოზიციაზე საუკეთესოა მსოფლიოში და კარგი ხელფასის მიღების შანსი მას სხვაგანაც ექნება. კლუბში ვიღაცებს არ ესმით, რომ ურთიერთობები გუნდის შიგნით ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს," – აცხადებს სელიუკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების სამი ნომინანტი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული