დევიდ ბექჰემი ჩინური ფეხბურთის სამსახურში

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი, ასაკის მიუხედავად, მსოფლიოში ჯერ კიდევ საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, ის ნებისმიერ პროდუქტს ყიდის, რაც სპონსორებში ვეტერანისადმი ინტერესს არ ანელებს.

ESPN ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდა, რომ 37 წლის ვარსკვლავსა და ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტის გაფორმება იგეგმებოდა, რომლის თანახმადაც, ინგლისელი ვარსკვლავი ჩინეთის სუპერლიგას მსოფლიო დონეზე გასვლაში უნდა დაეხმაროს; ასევე, გააკეთილშობილოს ნაკრების რეპუტაცია, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ქვეყნის შიგნითაც. ბოლო წლებში მძვინვარე საფეხბურთო კორუფციულმა სკანდალმა და გარიგებულმა თამაშებმა მას ავტორიტეტი სერიოზულად შეურყია.

"ლელო" წერდა,
რომ საერთო ჯამში 60-მდე ადამიანი აღმოჩნდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. მათ შორის არიან საფეხბურთო ფუნქციონერები (მაგალითად, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტები იუნ ნანი და სე იალონი), მსაჯები, მწვრთნელები და ჩინეთის ნაკრების ფეხბურთელებიც კი. "ჩემთვის დიდი პატივია, ვითამაშო მნიშვნელოვანი როლი ჩინური ფეხბურთის განვითარებაში. მივესალმები სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. უკვე დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში თამაშის მიმართ ინტერესი თანდათან ღვივდება," – აცხადებს დევიდ ბექჰემი.

ბექზი ჩინეთს უკვე ეწვია. ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონიალი პეკინში ამ დღეებში გაიმართება. რამდენწლიანი იქნება თანამშრომლობა, წყარო არ იუწყება, თუმცა ცნობილია, რომ ის წელიწადში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დევიდი ჩინეთში რამდენიმე საფეხბურთო კლუბსა და სკოლას ეწვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
9 ლიდერის ამბავი და ბექჰემისთვის დანავსული სტადიონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული