"ლივერპულის" მეგოლეები: ლიდელიდან სუარესამდე

AutoSharing Option
"ლივერპულის" ოფიციალურმა ვებგვერდმა მერსისაიდელთა ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელების საშუალო სტატისტიკა დააჯამა. სიაში შევიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც "ენფილდზე" II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ასპარეზობდნენ და წითელი მაისურით, მინიმუმ, 50 ბურთი ან მეტი აქვთ გატანილი.

№1. ჯონ ოლდრიჯი (0,606 გოლი საშუალოდ)
"ოლდო" "ლივერპულის" ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელია ომის შემდგომ პერიოდში. ის დაიბადა გარსტონში (ზღვისპირა ქალაქი, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. რედ.), ხოლო ფეხბურთის თამაში სამოყვარულო "საუთ ლივერპულში" დაიწყო, საიდანაც ჯერ "ნიუპორტში" გადავიდა, შემდგომ "ოქსფორდში" და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. მის ანგარიშზე 104 თამაშში 63
გოლია.

№2 როჯერ ჰანტი (0,581)
მასზე მეტი ბურთი ჩემპიონატში "ლივერპულის" შემადგენლობაში დღემდე არავის გაუტანია. მის ანგარიშზე 492 თამაშში 286 გოლია. მას მხოლოდ ერთი თავდამსხმელი უსწრებს, ისიც საშუალო შედეგიანობით.

№3 ფერნანდო ტორესი (0,570)
"ლივერპულის" გულშემატკივარს ბევრი ფეხბურთელი არ ჰყვარებია ისე ძლიერ, როგორც ტორესი და არავინ წასულა გუნდიდან ასეთი სამწუხარო გარემოებების გამო. "ელ ნინიომ" "ლივერპულში" 142 შეხვედრაში 81 გოლი გაიტანა.

№4 ლუის სუარესი (0,549)
"ტოტენჰემთან" გატანილი ბურთი სუარესისთვის 50-ე აღმოჩნდა. ურუგვაელი სწორედ ამის წყალობით მოხვდა სიაში. 2011 წლის იანვრის შემდეგ მან 92 თამაში ჩაატარა და 50-ჯერ გამოიჩინა თავი.

№5 მაიკლ ოუენი (0,549)
მაიკლი ერთ-ერთია იმ 11 "წითელს" შორის, ვისაც კლუბის სახელით 100 და მეტი ბურთი გაუტანია. მან შოკში ჩააგდო გულშემატკივრები, როცა ჭეშმარიტმა ლივერპულელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გააფორმა ხელშეკრულება. ოუენის ანგარიშზე 297 შეხვედრაში 158 ბურთია.

№6 იან რაში (0,524)
რაშის მონადირის ინსტინქტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 80-იან წლებში "წითლების" დომინირებაში. ის ლიდერია კლუბის ისტორიაში გოლების რაოდენობით – 346 ბურთი 660 თამაშში.

№7 რობი ფაულერი (0,496)
ტრიბუნებზე მას "ღმერთს" უწოდებდნენ. ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პატივცემული ფეხბურთელია "ენფილდზე" და ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანიც. "მკვლელმა რობიმ" 369 შეხვედრაში 183-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

№8 ჯონ ევანსი (0,495)
ევანსი ერთ-ერთია "ლივერპულის" ხუთ ფეხბურთელს შორის, რომელთაც ერთ შეხვედრაში 5 ბურთის გატანა მოუხერხებიათ. ესექსის (ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონი. რედ.) მკვიდრი 1953 წელს მოვიდა კლუბში და ოთხ სეზონში 107 მატჩში 53 ბურთი გაიტანა.

№9 ალბერტ სტაბინსი (0,467)
სტაბინსი "ლივერპულის" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი იყო ომის შემდგომ წლებში. შედეგიანობით ცნობილმა თავდამსხმელმა "ლივერპულს" "ნიუკასლიდან" მიაშურა და 178 მატჩში 83-ჯერ გაიტანა.

№10. ბილი ლიდელი (0,427)
გულშემატკივრების ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ლიდელი იყო ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე წითელი მაისურა ჩაუცვამს. კლუბს ზოგიერთი მისი სიყვარულით "ლიდელპულს" უწოდებდა. დებიუტი მას 1946 წლის იანვარში ჰქონდა და 534 მატჩში 228 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დაივიწყეთ ბეილი და ვან პერსი - სუარესი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული