"ჩელსი" და "სიტი" მხითარიანით დაინტერესდნენ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" 24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონისთვის უფრო ძლიერ ჩემპიონატში სურდა ძალების მოსინჯვა.

სომეხი ფეხბურთელის განცხადებას "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" უკვე გამოეხმაურნენ.

"მირორის" ცნობით, ინგლისური გრანდები მზად არიან, უკრაინის ჩემპიონთან მოლაპარაკებები წამოიწყონ. "შახტართან" მხითარიანის კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ფასი 18-20 მილიონ ევროს აღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული