დავიდ დე ხეა მადრიდზე ოცნებობს

AutoSharing Option
დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაზე რთული ეტაპი უკან მოიტოვა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მისი თამაშით უკმაყოფილონი იყვნენ გულშემატკივრებიც და საფეხბურთო ექსპერტებიც, მათ შორის ისეთი ავტორიტეტულიც კი, როგორიც გარი ნევილია. შეგირდს გვერდში "ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი დაუდგა.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში 22 წლის ესპანელის კრიტიკამ იკლო, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:1-ის შემდეგ კი საერთოდ შეწყდა. თუმცა ახლა პრესას მასზე სხვა სალაპარაკო მიეცა: დე ხეას "ბარსელონა" ვიქტორ ვალდესის შემცვლელად განიხილავსო. დავიდი იძულებული გახდა, საჯაროდ დაეფიქსირებინა, რომ "ოლდ ტრეფორდიდან" წასვლას არ გეგმავს.

- ვიცი, ჩემს სავარაუდო ტრანსფერზე რა ხმებიც დადის, მაგრამ მე "იუნაიტედთან" კონტრაქტი მაკავშირებს (2016 წლის ივლისამდე. რედ). მანჩესტერში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ვალდესი ჯერ კიდევ "ბარსელონაში" თამაშობს, მე კი მადრიდელი ვარ და ვოცნებობ, რომ ოდესმე სათამაშოდ ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდე. თუმცა იქამდე დროა. "იუნაიტედში" ხანგრძლივი კარიერის გაკეთებას ვგეგმავ. მინდა, რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო მასთან ერთად.

სერ ალექსი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელი. ის აკონტროლებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გუნდს ეხება. ფეხბურთელებისთვის ის მეორე მამაა. სწორედ ამიტომაც არის ის საუკეთესო. "რეალთან" მატჩის შემდეგ ფერგი ძალიან გაბრაზებული იყო, თუმცა გულის სიღრმეში ამაყობდა კიდეც თავისი გუნდით. მადრიდელებთან ბევრად უფრო მეტს ვიმსახურებდით. მომდევნო ეტაპის საგზური მხოლოდ უსამართლო მსაჯობის გამო დავთმეთ. ფეხბურთი ასეთია, ხშირად დიდი დაპირისპირებების ბედს დეტალები წყვეტენ. ნანის გაძევებამ შეხვედრაში ბევრ რამეს გადაუსვა ხაზი. ეს რომ არა 1/4-ფინალში აუცილებლად გავიდოდით.

ფეხბურთელს უნდა შეეძლოს როგორც ქების მოსმენა, ისე კრიტიკის ატანა. ხანდახან ხალხი ისეთ რამეებს წერს, რასაც სერიოზული საფუძველი არ გააჩნია, თუმცა ამ ყველაფრის მოთმენაც ჩვენი სამუშაოს ნაწილია. მთავარია, ყოველთვის გახსოვდეს, თუ ვის წარმოადგენ
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რეალი" დე ხეას შეასკდა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
აჰაჰ ლელო რა ძმაა :)) ასეთი დე ხეას არაფერი უთქვამს. მაგარი ფანტაზია აქვთ თითქმის მთლიანადაა ინტერვიუ შეცვლილი
Wazza
19:28 23-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული