"რეინჯერსი" ინგლისურ პრემიერლიგაში გადასვლას გეგმავს

AutoSharing Option
გლაზგოს "რეინჯერსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ გრინმა გამოთქვა იმედი, რომ მისი გუნდი ახლო მომავალში ინგლისურ პრემიერლიგაში შეძლებს გადასვლას.

გაკოტრების შემდეგ შოტლანდიის მრავალგზის ჩემპიონი მეოთხე დიზივიონში გადაიყვანეს, სადაც "რეინჯერსი" დამაჯერებლად ლიდერობს და შემდეგ დივიზიონში გადასასვლელად ემზადება.

თუმცა აღმასრულებელი დირექტორი ჩარლზ გრინი ფიქრობს, რომ კლუბისთვის უკეთესი იქნება ინგლისურ პრემიერლიგაში გადასვლა.

"მოხდება ეს შემდეგ კვირას თუ 5 წლის შემდეგ, "რეინჯერსი" და "სელტიკი" შოტლანდიის ჩემპიონატს დატოვებენ.

მე მინდა, რომ ეს 5 წლის შემდეგ მოხდეს. მე ვეუბნები ინგლისურ კლუბებს: "ნუ გეშინიათ უცხო ხილის". საერთაშორისო ლიგები ევროპულ
ფეხბურთს შეცვლიან.

არ მინდა, ეგრევე პრემიერლიგაში მოვხვდე, ეს არასწორი იქნებოდა. თუ პრემიერლიგა მომავალ სეზონში მიწვევას გამოგვიგზავნის, მზად ვართ, ყველაზე დაბალი ადგილიდან დავიწყოთ. მინდა, რომ ჩვენმა კლუბმა პრემიერლიგაში შესვლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაროს ყველა ეტაპი",
- თქვა გრინმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული